დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. ,,მუხიანი-2“ -ის დასახლებაში, ზნაკვის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 207 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.017070 |
|
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. „მუხიანი-2“-ის დასახლებაში, ზნაკვის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში, ე.წ. „მუხიანი-2“-ის დასახლებაში, დაზუსტდეს ზნაკვის ქუჩის გავრცელების არეალი, ზნაკვის ქუჩის დასასრულად განისაზღვროს X486974 Y4625233 გრძედისა და განედის გადაკვეთის წერტილი. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები