თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში მდებარე მე-2 ქუჩის სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის ოთარ კუჭავას სახელის მინიჭების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში მდებარე მე-2 ქუჩის სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის ოთარ კუჭავას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-131. 131261193
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.154.016039
გ-131. 131261193
29/04/2026
ვებგვერდი, 04/05/2026
000000000.00.154.016039
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში მდებარე მე-2 ქუჩის სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის ოთარ კუჭავას სახელის მინიჭების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თიანეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება №გ-131.131261193

2026 წლის 29 აპრილი

თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში მდებარე მე-2 ქუჩის სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის ოთარ კუჭავას სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2026 წლის 31 მარტის სხდომის ოქმი №51-ის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის  დაბა სიონში მდებარე მე-2 ქუჩის შესაბამის შესახვევებს შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის ოთარ კუჭავას სახელი, თანდართული რუკის მიხედვით.

2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება .

3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში შემდეგ მისამართზე: დ.თიანეთი, რუსთაველის ქ. №47.

5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                   ნიკოლოზ დიდებაშვილი