„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/04/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016476
14
28/04/2026
ვებგვერდი, 01/05/2026
010340000.32.061.016476
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №14

2026 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში (სსმ, ვებგვერდი, 28/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016302) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრის სრული სახელწოდებაა – ქართულ ენაზე: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი“, შემოკლებით – ა(ა)იპ – „აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი“. აფხაზურ ენაზე: „ИАХ – Аҧснытәи Автономтә Ареспубликатә АинформациаАналитикатә Центр“; ინგლისურ ენაზე: „N(N)LE – „Information and Analytical Center of the Autonomous Republic of Abkhazia.“.

2. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ცენტრს აქვს ოფიციალური ბეჭედი, შტამპი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), ოფიციალური ვებგვერდი: www.abkhazia-info.com, ელექტრონული ფოსტა: infoabkhazia@gmail.com და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. ცენტრს ასევე აქვს თავისი რესურსი სოციალურ ქსელებში: ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტიკტოკი და ტელეგრამი, ფეისბუქში ოპერირებს სრული სახელწოდებით, ხოლო სხვა სოციალურ ქსელებში - abkhazia-info-თი. ვებგვერდს აქვს როგორც ქართულენოვანი, ასევე თურქულენოვანი ინტერფეისი.“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს „დ“  და „ე“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამასა და პროექტებზე;

ე) აფხაზეთთან დაკავშირებული ვიდეოარქივის შექმნა.“.

4. მე-4 მუხლს დაემატოს „გ1“  და „გ2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) „დევნილი მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება და მათთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ხელს შეუწყობს განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების მიღებას, ასევე ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო და კერძო პროგრამების, მათი პირობებისა და მონაწილეობის წესების გაცნობას;

2) ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება იმ სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ, რომელშიც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული შესაძლებლობებით  შეუძლიათ ჩართვა და უსასყიდლოდ სარგებლობა;“.

5.   მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ცენტრის უმაღლესი მმართველი ორგანო

ცენტრის უმაღლესი მმართველი ორგანოა მთავრობა, რომელიც:

ა) ასრულებს ცენტრის მაკონტროლებლის ფუნქციას;

ბ) ახორციელებს ცენტრის საქმიანობის კოორდინაციას;

გ) ისმენს ცენტრის ფინანსურ და სხვა სახის ანგარიშებს;

დ) უფლებამოსილია მოითხოვოს გეგმური და სპეციალური გარე აუდიტი ან შეფასება ცენტრის საქმიანობის თაობაზე;

ე) იხილავს ცენტრის ბიუჯეტის ათვისებისა და საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშს.“.

6. მე-7 მუხლს დაემატოს „გ1“ და ,,გ2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) მთავრობასთან ათანხმებს ცენტრის ზოგად სტრატეგიასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

2) მთავრობასთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის სამოქმედო გეგმებს;“.

7. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ცენტრის სტრუქტურა და მათი ფუნქციები

1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საინფორმაციო სამსახური;

ბ) ანალიტიკური სამსახური;

გ) ადმინისტრაციული სამსახური.

2. საინფორმაციო სამსახურის ფუნქციებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების შესახებ ტელე-რადიო და ელექტრონული ინფორმაციების მოპოვება, დამუშავება, შექმნა და გავრცელება ინტერნეტით, სოციალური ქსელებით ან/და მედიის (მასმედიის) საშუალებებში;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციების მიწოდება მედიის საშუალებებისთვის;

გ) საქართველოსა და უცხოეთის მედიის საშუალებებისათვის აფხაზეთის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში ხელშეწყობა;

დ) აფხაზეთთან დაკავშირებული ვიდეოარქივის შექმნა;

ე) ცნობილი და ნაკლებად ცნობილი დევნილების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა მედიაპროექტის შექმნა;

ვ) ნდობის აღდგენისა და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი მედიაპროექტის შექმნა.

3. ანალიტიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით მასმედიით გავრცელებული და ცენტრის საკომუნიკაციო არხებით მიღებული ინფორმაციის აკუმულირება, კვლევა, ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი, ტენდენციების და/ან პრობლემური თემების გამოკვეთა, შესწავლა, შეფასება, პროგნოზირება, მათზე რეკომენდაციების მომზადება და შემდგომში მთავრობისთვის წარდგენა;

ბ) აფხაზეთთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციის აკუმულირება, მნიშვნელოვანი თემების გამოკვეთა, შესწავლა-შეფასება, შესაბამისი ანალიზისა  და რეკომენდაციების  მომზადება.

4. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:

ა) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;

ბ) ცენტრის შესყიდვების პროცედურების სამართლებრივი მხარდაჭერა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შესყიდვების კომისიის საქმიანობის სამართლებრივი ზედამხედველობა;

გ) ცენტრის თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

დ) ცენტრში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და ადრესატებისთვის დროული მიწოდება;

ე) დოკუმენტების შესრულების ვადების დაცვაზე დოკუმენტბრუნვის ერთიანი სისტემის მართვა და კონტროლი;

ვ) ცენტრის  საარქივო საქმიანობის წარმართვა, დოკუმენტაციის შენახვისა და განადგურების პროცესების ორგანიზება კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) ხელმძღვანელობის დავალებების შესრულების მონიტორინგი და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;

თ) ცენტრის  ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ი) თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება და პირადი საქმეების წარმოება;

კ) ვაკანსიების მართვა, საკონკურსო პროცედურების ორგანიზება და თანამშრომელთა ადაპტაციის ხელშეწყობა;

ლ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;

მ) ცენტრის ბიუჯეტის დაგეგმვა, შემოსავლისა და ხარჯვის ასახვა, შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება;

ნ) ცენტრის ფინანსური რესურსების მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;

ო) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგებების მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

პ) ცენტრის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;

ჟ) საგრანტო, დონორული და სხვა სახის დაფინანსების მიღებისა და გამოყენების ფინანსური მონიტორინგი და ანგარიშგება;

რ) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ოფისის ინფრასტრუქტურის მართვა;

ს) ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური მხარდაჭერა, საოფისე წესრიგის და სტანდარტების დაცვა, სატრანსპორტო მხარდაჭერა, ცენტრის  ინვენტარისა და ქონების მართვა.

5. ცენტრის საშტატო რიცხოვნობას განსაზღვრავს დირექტორი, მთავრობასთან შეთანხმებით.

6. ცენტრის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.“.

8. მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული, მათ შორის ფასიანი სამუშაოს შესრულებით, ფასიანი მომსახურებითა და სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი, რომელსაც ცენტრი განკარგავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე