„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017721
64
30/04/2026
ვებგვერდი, 30/04/2026
040030000.22.034.017721
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №64

2026 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16.12.2019, 040030000.22.034.016928) დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის მიზანია სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, დაზღვეული სრულწლოვანი შვილი), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა, სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები), სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილი უმაღლესი სპეციალური/სამხედრო წოდების მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრთა, სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაზიანებული/დაშავებული ყოფილი მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთა, აგრეთვე სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მოსამსახურეების ოჯახის წევრთა, სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო დაწესებულების/დანაყოფის მსმენელთა/სტუდენტთა სამედიცინო უზრუნველყოფა, აგრეთვე, სამსახურის გავლის პერიოდში (მათ შორის, სამსახურში მიღების ან დათხოვნის დროს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა (გარდა სამსახურში მიღების შემთხვევისა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ადმინისტრაცია (სამმართველო);“;

ბ) „გ“-„ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო.“.

3. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

მუხლი 51. ადმინისტრაცია (სამმართველო)

1. ადმინისტრაციის (სამმართველო) ფუნქციებია:

ა) პოლიკლინიკის (სამმართველო) კაბინეტების სამკურნალწამლო საშუალებებით, სახარჯი და ლაბორატორიული მასალებით, აგრეთვე ცალკეული სამედიცინო ქონებით უზრუნველყოფა მოთხოვნის შესაბამისად;

ბ) ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, ამ მიზნით სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;

გ) ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სამედიცინო უზრუნველყოფა და მათთვის დახმარების აღმოჩენა, ასევე ამ პირთა სტაციონარული მკურნალობის, აგრეთვე, ავადმყოფთა და დაჭრილთა სამედიცინო რეაბილიტაციის მონიტორინგი, სამსახურისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;

დ) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა კონტროლი;

ე) სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთათვის, დაავადებათა გავრცელების პრევენციისა და სანიტარიულ-ჰიგიენური უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების გაცემა;

ვ) სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობა;

ზ) სამინისტროს სისტემაში ავადობისა და ტრავმატიზმის მიზეზების შესწავლა და ანალიზი;

თ) საჭიროებისამებრ, ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ჯანმრთელობისათვის გარემო ფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების უზრუნველყოფა, საყოფაცხოვრებო, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების ორგანიზება შესაბამის სამსახურებთან ერთად;

ი) აუცილებლობის შემთხვევაში, სამედიცინო დახმარების ადგილზე აღმოჩენის მიზნით, სამსახურის სამედიცინო პერსონალის შემადგენლობიდან მობილური საექიმო ბრიგადების ფორმირება;

კ) სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დასამტკიცებლად მომზადება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, სამინისტროდან დათხოვნის, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების/დათხოვნის, მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური წარმოების წესით სახდელის დადების, მოქმედი დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის, სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ წარდგინების, მივლინების, მოკლევადიანი შვებულების, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ასევე სამუშაო ადგილიდან ცნობის გაცემის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება;

მ) ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის ორგანიზება და მისაღები/დასანიშნი კანდიდატების შერჩევა;

ნ) მოსამსახურეთა პირადი და საარქივო საქმეების წარმოება;

ო) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის „eFlow“-ს მეშვეობით დოკუმენტების წარმოების უზრუნველყოფა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების წარმოების უზრუნველყოფა და მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დასაშვებად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტების, საქმეთა ნომენკლატურების შედგენა და მათი დაარქივება;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. ადმინისტრაცია (სამმართველო) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფას (სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელ პირზე გადაცემულ სამკურნალწამლო საშუალებებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ფაქტობრივი ხარჯების (ჩამოწერის) დამადასტურებელ დოკუმენტს).“.

4. მე-6−მე-8 მუხლები ამოღებულ იქნეს.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო

საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) ფინანსური და მატერიალური სახსრების ეფექტიანი მართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) სამსახურის ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შემუშავება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშის შედგენა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსისთვის სამსახურის წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადება და დადებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლი;

თ) სამსახურის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატრონობა;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი