„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 01/05/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 210020090.57.069.016230
82
01/05/2026
ვებგვერდი, 04/05/2026
210020090.57.069.016230
„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
სსიპ  – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №82

2026 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23.06.2011, 210020090.21.014.016022) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესის“:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხადოს შესაბამისი ტენდერისათვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან 30 დღის ვადაში ნებისმიერი პერიოდულობით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობის შესაბამისად.“.

2. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხადოს შესაბამისი კონკურსისათვის კონკურსის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან 30 დღის ვადაში ნებისმიერი პერიოდულობით, გამოცხადებული კონკურსების რაოდენობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე/კონკურსებზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე