დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.154.016585 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, -თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 24.01.2025წ., სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016560) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება (მათ შორის, ექიმის კონსულტაცია) (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა, ქვეყნის გარეთ მკურნალობა, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა (გარდა შშმ ბავშვებისა))“.
|
2.
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა).შშმ ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის, მშვილებელის, მეურვის, მზრუნველის ან ნდობით აღჭურვილი პირის) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;“ |
3.
მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ბავშვი (18 წლამდე) საკურორტო-სანატორიულ მომსახურებისათვის ისარგებლებს არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ. შშმ ბავშვი დაფინანსდება მის კანონიერ წარმომადგენელთან /თანმხლებ პირთან ერთად“. |
4.
მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი“. |
5.
მე-17 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ტყუპების შეძენისას 500 ლარი“. |
6.
მე-19 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი 1. მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000-ის ჩათვლითაა, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდაცვალებიდან ერთი თვის განმავლობაში).“.
|
7.
21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ახალდაქორწინებული პირები (ოჯახი) მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თუ მეუღლეები (ერთ-ერთი ან ორივე) ქორწინებამდე რეგისტრირებული იყვნენ და არიან თიანეთის მუნიციპალიტეტში, დახმარების მოთხოვნის დროისთვის ორივეს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში). |
8.
22-ე მუხლს დაემატოს 31 პუნქტი:
„31. მოქალაქემ მერიას განცხადებით უნდა მომართოს ხანძრის მოხდენიდან 6 თვის განმავლობაში“. |
9.
23-ე მუხლს დაემატოს 21 პუნქტი:
„21 . თუ მოქალაქემ ერთხელ ისარგებლა ფინანსური დახმარებით, განმეორებით (მომდევნო წელს) განცხადებით მომართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებლად უვარგისი პირობების მქონე სახლების/საცხოვრებლად გამოყენებული ადგილის შეფასებისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად შექმნილი კომისიის მიერ ადგილზე შესწავლის/მონიტორინგის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე. თუ წინა წელს მიღებული ფინანსური დახმარება მიზნობრივად არ არის გამოყენებული, დახმარება არ გაიცემა. “ |
10.
26-ე მუხლს დაემატოს 18 პუნქტი:
„18. თუ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განაცხადი აკმაყოფილებს მე-5 მუხლისა და 251 მუხლის პირობებს, განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი მუხლით გათვალისწინებული დაფინანსებით“. |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები