ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. ივანდიდში №17 ქუჩისათვის კალისტრატე (კალე) ქუთათელაძის სახელის მინიჭების შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. ივანდიდში №17 ქუჩისათვის კალისტრატე (კალე) ქუთათელაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.119.016007
17
29/04/2026
ვებგვერდი, 30/04/2026
000000000.00.119.016007
ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. ივანდიდში №17 ქუჩისათვის კალისტრატე (კალე) ქუთათელაძის სახელის მინიჭების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №17

2026 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. ივანდიდში №17 ქუჩისათვის კალისტრატე (კალე) ქუთათელაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტისა და მე-13 მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის  №17 ქუჩას ეწოდოს ცნობილი ქართველი ქიმიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, სოფ. ივანდიდის მკვიდრის კალისტრატე (კალე) ქუთათელაძის   სახელი (თან ერთვის ორთოპფოტო).

2. ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ სამართლებრივი აქტის მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების  დამზადება, კორექტირება  და გავრცელება).

3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მის.: სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

 

ხონის საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   ა. გოფოძე