დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.156.016597 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016442) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების” (დანართი N1): ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება;” ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი.რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი.ს“ ქვეპუნქტი: „ი.ს) შინაური ბინადარი ცხოველის კეთილდღეობის, მოშენებისა და მოვლა-პატრონობის მოთხოვნების დარღვევა;“. მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები