„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016623
3
29/04/2026
ვებგვერდი, 30/04/2026
010260020.35.161.016623
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2026 წლის 29 აპრილი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/04/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016507) დამტკიცებულ დანართში და დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) გარდაბნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი გარდაბანი (მათ შორის უბნები: ქვემო კაპანახჩი, თბილწყარო, ლელაშხა, მინისტრთა საბჭოს დასახლება, გამარჯვება – ყოფილი სამხედრო დასახლება));

ბ) ვახტანგისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ვახტანგისი);

გ) ქესალოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ქესალო);

დ) აღთაკლიის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი აღთაკლია);

ე) სართიჭალის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი სართიჭალა, სოფელი მუღანლო);

ვ) ნორიოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ნორიო (მათ შორის სააგარაკე  დასახლებები: გრუზულა ტბა, მზიური), სოფელი ზემო ქვიშიანი, სოფელი ქვემო ქვიშიანი);

ზ)გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი გამარჯვება, სოფელი გამარჯვება I, სოფელი ფოლადაანთკარი);

თ) მარტყოფის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი მარტყოფი (მათ შორის სააგარაკე დასახლებები: აკრიანი, ბროწეულა, ძელახო, მზიანეთი, სააკაძის აგარაკები), სოფელი სააკაძე, სოფელი ვაზიანი);

ი) ნაზარლოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ნაზარლო);

კ) ახალი სამგორის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ახალი სამგორი);

ლ) ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ახალსოფელი, სოფელი საცხენისი, სოფელი მუხროვანი);

მ)ლემშვანიერას ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ლემშვანიერა, სოფელი მზიანეთი, სოფელი ნაგები);

ნ) ყარაჯალარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ყარაჯალარი);

ო) თელეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ქვემო  თელეთი, სოფელი ზემო თელეთი, სოფელი ახალწყალი, სოფელი წალასყური, სოფელი მუხრანთელეთი);

პ) კუმისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კუმისი (მათ შორის სააგარაკე დასახლებები: კუმისის აგარაკები, კოჯრისხევის აგარაკები), სოფელი ახალი კუმისი); 

ჟ) კრწანისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი კრწანისი (მათ შორის სააგარაკე დასახლებები: გიგანტი, სვანების უბანი, ზოოვეტის აგარაკები), სოფელი მთისძირი);

რ) კალინინოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი თაზაქენდი, სოფელი კალინინო (მათ შორის უბანი – ახალშენი), სოფელი ბირლიკი (მათ შორის უბანი – ამბართაფა) სოფელი ბოტანიკა);

ს) ჯანდარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ჯანდარა);

ტ)ყარათაკლიის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ყარათაკლია).“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური