ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-17. 17261144
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016035
გ-17. 17261144
24/04/2026
ვებგვერდი, 30/04/2026
000000000.00.139.016035
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-17.17261144

2026 წლის 24 აპრილი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტების, მე-7 მუხლის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვის და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სამთავრობო კომისიის 2026 წლის 31 მარტის №51 ოქმის თანახმად,

1. განხორციელდეს სოფელ ცემში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ჩიხი, შესახვევი) სახელდება მიმდებარედ არსებული ქუჩის სახელწოდებით.

2. განხორციელდეს სოფელ ცემში მდებარე გრიგოლ რობაქიქის II ჩიხს სახელწოდების ცვლილება და ეწოდოს გრიგოლ რობაქიქის III ჩიხი, ხოლო გრიგორლ რობაქიძის III ჩიხს შეეცვლოს სახელწოდება და ეწოდოს გრიგოლ რობაქიძის VI ჩიხი.

3. განკარგულების პირველი და მეორე პუნქტების გათვალისწინებით, სოფელ ცემში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (ჩიხი, შესახვევი) წარმოდგენილი №1 დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის) ეწოდოს:

ა) გრიგოლ რობაქიძის II ჩიხი;

ბ) გრიგოლ რობაქიძის III ჩიხი;

გ) გრიგოლ რობაქიძის IV ჩიხი;

დ) გრიგოლ რობაქიძის V ჩიხი;

ე) გრიგოლ როაქიძის VI ჩიხი;

ვ) გრიგოლ რობაქიძის I შესახვევი.

4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

5. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

6. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №60).

გიორგი ფერაძე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე