დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1546-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240080010.05.001.103078 |
|
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.05.2018, სარეგისტრაციო კოდი: 240080010.05.001.018845) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) სააგენტო − ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ინვესტიციების სააგენტო;“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადებასა და შეფასებაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობას;“. 3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. სააგენტო 1. სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ფუნქციებს: ა) შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზება; საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოსთვის შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებაში დახმარების გაწევა; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის კონცეფციის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; გ) უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში მისთვის საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, შერჩევის პროცესის შესაბამისი დოკუმენტაციის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტისა და სხვა დოკუმენტაციის, მომზადებაში დახმარების გაწევა; დ) საჭიროების შემთხვევაში მცირე პროექტთან დაკავშირებით ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება; ე) საჭიროების შემთხვევაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კონსულტანტის შერჩევის, დაქირავებისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ვ) შესაბამისი ქმედებების უფლებამოსილ ორგანოსთან კოორდინირება, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა; ზ) ინსტიტუციური პოტენციალის განვითარების მიზნით საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში უფლებამოსილი ორგანოს ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; თ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა; ი) სტანდარტული დოკუმენტების ფორმების, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების სტანდარტული მუხლების, შემუშავება; კ) საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები, მათ შორის, ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით. 3. სააგენტო თავის ფუნქციებსა და ამოცანებს ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე.“. 4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან სააგენტო. კონცესიის განხორციელების თაობაზე საინიციატივო შეთავაზების შემთხვევაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება შეიძლება განახორციელოს აგრეთვე კერძო ინიციატორმა ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.“. 5. მე-13 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო ამზადებს პროექტის კონცეფციას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის თანახმად და მას განსახილველად წარუდგენს სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში ამზადებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ რეკომენდაციებსა და დასკვნას. 3. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას სააგენტოს რეკომენდაციებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის კონცეფციის მოწონების შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მათში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობას.“. 6. მე-14 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მცირე პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიციირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას წარუდგენს სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 2. სააგენტო განიხილავს წარდგენილ მცირე პროექტის კონცეფციას და უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს თავის რეკომენდაციებს. 3. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილ ორგანოს უწევს დახმარებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მცირე პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში, მის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მცირე პროექტის შეფასების შედეგებს და ფისკალური რისკების შესამცირებლად განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე წინადადებებს წარუდგენს სააგენტოს და უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს წარდგენილი წინადადებები.“. 7. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უფლებამოსილი ორგანო ქმნის შესარჩევ კომისიას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. შესარჩევი კომისიის წევრებად ინიშნებიან: უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სააგენტოს წარმომადგენლები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლები. შესარჩევ კომისიას თავმჯდომარეობს უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული პირი. შესარჩევ კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის ექსპერტები და სპეციალისტები.“. 8. 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო ვალდებულია შექმნას და მართოს მიმდინარე და დასრულებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზა. 2. სააგენტოს მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნისა და ეფექტიანად მართვის, აგრეთვე ანგარიშგების მიზნით უფლებამოსილი ორგანო მას სათანადო მოთხოვნის საფუძველზე წარუდგენს დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ასლს მის ყველა დანართსა და ცვლილებასთან და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან ერთად, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“. 9. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო უზრუნველყოფს ყველა ინიციირებულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებას.“. 10. 33-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო პარტნიორი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასების ანგარიშს წარუდგენს სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასების ანალიზსა და შესაბამის რეკომენდაციებს. 3. სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან გამოითხოვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული შეფასების ანალიზს მის რეკომენდაციებთან ერთად და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ერთიან შეფასებებს იმის თაობაზე რეკომენდაციებთან ერთად, თუ რა გზით შეიძლება სამომავლოდ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შეფასებისა და განხორციელების პროცესის გაუმჯობესება.“. 11. 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მის განკარგულებაში არსებული, ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ინვესტიციების სააგენტოსთვის გადაცემა. 2. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ინვესტიციების სააგენტოს მიერ 2026 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შეიძლება აჭარბებდეს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსთვის დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას. 3. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივნისისა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ინვესტიციების სააგენტოს დებულების დამტკიცება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 29 აპრილი 2026 წ. N1546-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები