„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11-27
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017417
11-27
27/04/2026
ვებგვერდი, 28/04/2026
010250050.35.101.017417
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11-27

2026 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 28/01/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016675) მე-2 მუხლით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დებულებაში შეტანილი იქნეს ცვლილება და დებულების:

1.  მე-8 მუხლის მე-18 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12-123 ნაწილებით (როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით), 135​​​-ე–135​​2 მუხლებით, 135​3 მუხლის პირველი ნაწილით და 135​5 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა: რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელებისას; საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ტურისტული საქმიანობის და სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელებისას მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევისას; მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილების გარდა სხვა ადგილებზე გაჩერებისას; საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილის (N1, N2 და N3 კატეგორიების) მოძრაობისას ან ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სატრანსპორტო საშუალებით მიწოდებისას/ტრანსპორტირებისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევისას;“.

2. მე-8 მუხლის მე-18 პუნქტის „გ3“ და „გ4“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ3) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე  მუხლის მე-12-123 ნაწილებით (როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით), 135​​​-ე–135​​​2 მუხლებით, 135​​​​3 მუხლის პირველი ნაწილით და 135​​​​5 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ბურთულიანი კალმით შედგენილ საჯარიმო ქვითრებზე – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებზე საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტების, ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სააღსრულებლო ფურცლების პროექტების მომზადება და მათ გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;   

4) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12-123 ნაწილებით (როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით), 135​​​-ე–135​​​2 მუხლებით, 135​​​​3 მუხლის პირველი ნაწილით და 135​​​​5 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბურთულიანი კალმით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;“.

3.   მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებანი 

1. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ახდენს სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;

ე)  სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე ახდენს სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერას;

ვ)  სააგენტოს უფროსს/სააგენტოს უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

ზ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინატორ სააგენტოს უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, უზრუნველყოფს სამსახურში არსებული გასაჩივრებულ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და სამსახურის პოზიციის მიწოდებას სააგენტოს შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურისთვის;

თ) სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, კოორდინატორ სააგენტოს უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული ინფორმაციის მიწოდებას ზემოაღნიშნული პასუხისმგებელი სამსახურისთვის;

ი)  სააგენტოს უფროსის/სააგენტოს უფროსის მოადგილის  მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილის წინაშე.

3. სამსახურის უფროსს შესაძლოა ჰყავდეს მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  სააგენტოს უფროსი.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, თუ სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ასეთის არარსებობის შემთხვევაში ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.“.

4.  მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს 91 მუხლი:

„მუხლი 91. სამსახურის  უფროსის მოადგილის უფლებამოსილებები

1. სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) სამსახურის ხელმძღვანელის დავალების საფუძველზე, კოორდინაციას უწევს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ბ) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს;

გ) სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ვიზას ადებს/ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას, მათ შორის, სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან  გასაგზავნ ან/და სააგენტოს უფროსის დავალებით უფლებამოსილების გათვალისწინებით სხვა  დოკუმენტებს;

დ) სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას შესაბამის თანამშრომლებზე;

ე) ასრულებს სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე სააგენტოს უფროსის/კურატორი მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

2. სამსახურის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსისა და სააგენტოს უფროსის წინაშე.“.

მუხლი 2
1. დებულების მე-8 მუხლის მე-18 პუნქტის „ბ“, „გ3“ და „გ4“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის პირველი მაისიდან.

2.დებულების მე-9 და 9მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე