„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11-29
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017419
11-29
27/04/2026
ვებგვერდი, 28/04/2026
010250050.35.101.017419
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11-29

2026 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 30/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017381) და ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის“:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავარიული საცხოვრებელი სახლი – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა), რომელთა ავარიულობის ხარისხი არის V ან IVკატეგორია და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე განხორციელდა დემონტაჟი, ან თუ იგი, ავარიულობის ხარისხის კატეგორიის მიუხედავად, საფრთხის შემცველია და საჭიროებს დემონტაჟს;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შენობა-ნაგებობა ან/და მისი მზიდი კონსტრუქციული ელემენტები არის ავარიული და ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V ან IV კატეგორიას, ან თუ იგი, ავარიულობის ხარისხის კატეგორიის მიუხედავად, საფრთხის შემცველია და საჭიროებს დემონტაჟს;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, როცა მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთზე მეტი შენობა-ნაგებობა, ამ მიწის ნაკვეთზე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვის პროცესი ამ წესის შესაბამისად წარიმართება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავარიულობის ხარისხის/დემონტაჟის საჭიროების შესახებ დასკვნა წარმოდგენილი იქნება მიწაზე განთავსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობა-ნაგებობაზე მაინც.“.

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამოსასყიდი ავარიული საცხოვრებელი სახლი ან/და მისი მზიდი კონსტრუქციული ელემენტები ავარიულობის ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება V ან IV კატეგორიას ან თუ იგი, ავარიულობის ხარისხის კატეგორიის მიუხედავად, საფრთხის შემცველია და საჭიროებს დემონტაჟს, რაც დასტურდება დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით, გაცემული სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე