დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11-28 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017421 |
|
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 19/05/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016725) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ წესში:
1. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (წესის დანართი 2) შეიტანება: ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი; ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენელი იურიდიული პირის სახელწოდება; გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი № სახელი და გვარი, მისამართი და სხვა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;“ დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო, არსი; ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ––––––––––––––––––––––; ვ) მე-6 პუნქტში – ჯარიმის ოდენობა ----------- ლარი; ზ) მე-7 პუნქტში – საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773239, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12-123 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773552, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773553, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773556, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773557, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773250, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773255, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 1351 და 1355 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773259, 1352 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სახაზინო კოდი 300773238, 1353 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სახაზინო კოდი 300773240, ხოლო 1354 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სახაზინო კოდი 300773241); თ) მე-8 პუნქტში – მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა; ი) მე-9 პუნქტში – სამართალდამრღვევის ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე; კ) მე-10 პუნქტში – შემდგენლის ხელმოწერა; ლ) მე-11 პუნქტში – შენიშვნა.“. 2. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესის დანართი 2 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით; 3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე დაიტანება ინდივიდუალური QR-კოდი, რომლის დასკანერების შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითართან დაკავშირებით ვებგვერდზე www.protocols.ge განთავსებული ინფორმაციის მიღება.“; 4. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის მე-5 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებითა და 1252 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 51-53 და მე-6 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1353 და 1354 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ორმაგი ოდენობით, 1352 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ოდენობით, 1252 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის – 200 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 1351 და 1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის – 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; 5. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (წესის დანართი 5) შეიტანება: ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი; ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენელი იურიდიული პირის სახელწოდება; გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი №, სახელი და გვარი, მისამართი და სხვა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი; დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო, არსი; ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ––––––––––––––––––––––; ვ) მე-6 პუნქტში – ჯარიმის ოდენობა ----------- ლარი; ზ) მე-7 პუნქტში – საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773251; თ) მე-8 პუნქტში – მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა; ი) მე-9 პუნქტში – სამართალდამრღვევის ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე; კ) მე-10 პუნქტში – შემდგენლის ხელმოწერა; ლ) მე-11 პუნქტში – შენიშვნა.“; 6. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესის დანართი 5 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით; 7. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე დაიტანება ინდივიდუალური QR-კოდი, რომლის დასკანერების შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითართან დაკავშირებით ვებგვერდზე www.protocols.ge განთავსებული ინფორმაციის მიღება.“. 8. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (წესის დანართი 10) მონაცემები შეიტანება ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გარდა ამავე პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, რომლებიც არ ივსება. ამასთან, ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე დაიტანება ამ წესის მე-4 მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური QR-კოდი.“. 9. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესის დანართი 10 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით; 10. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12-123 ნაწილებით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების ადგილზე განხილვისას შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე არ ვრცელდება კოდექსის 2905 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეღავათი.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები