დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017720 |
63
27/04/2026
ვებგვერდი, 28/04/2026
140130000.22.034.017720
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
|
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, 140130000.22.034.016466) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:
„მუხლი 12. მატერიალური დოკუმენტების შენახვის ვადა გამოცდაზე დაშვებისთვის წარმოდგენილი მატერიალური დოკუმენტების შენახვის ვადა განისაზღვრება მომსახურების გაწევიდან ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმიდან სამი წლის ვადით.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გამოცდაზე დაშვებისთვის წარმოდგენილი მატერიალური დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურდეს მომსახურების გაწევიდან ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმიდან სამი წლის გასვლის შემდგომ.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები