„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016136
05/68
28/04/2026
ვებგვერდი, 29/04/2026
040030000.22.088.016136
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის მინისტრი

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/68

2026 წლის 28 აპრილი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის №1356-Vმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/39 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.054.016164) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის №1038 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის უფლებამონაცვლეს.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გაუწიოს დახმარება საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) და/ან სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სააღრიცხვო და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებაში;“;

ბ.ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სტაჟიორები;“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ამ დებულებით დადგენილი წესით ქმნის სამდივნოს ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ორგანიზების მიზნით.“;

დ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საბჭოსთან შეთანხმებით ქმნის სამდივნოს ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევნების ორგანიზების მიზნით.“;

ე) მე-10 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის პროექტს ათანხმებს სამინისტროსთან;“;

ე.ბ) მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომელთა სამუშაოთა აღწერილობასა და წახალისების სახესა და გამოყენების წესს;“;

ე.გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. ცენტრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი

1. ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება და რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ან/და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

2. ცენტრის დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. პირი ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება დაინიშნოს.

3. ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

4. ცენტრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ან ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

5. ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე და/ან ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების შეწყვეტის ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მინისტრს უფლება აქვს, დანიშნოს ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. აგრეთვე მინისტრი უფლებამოსილია დირექტორის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ან მისი არყოფნისას დირექტორის ფუნქციების დროებით შესრულება დააკისროს სხვა პირს.

6. ცენტრის დირექტორი თავისუფლდება თანამდებობიდან, თუ:

ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) დაიკავა მისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს შეუთავსებელ საქმიანობას;

ე) მიმართა მინისტრს პირადი განცხადებით გათავისუფლების თაობაზე;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას;

თ) ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან თავისუფლდება:

ა) მინისტრის ინიციატივით, რის თაობაზედაც მას ეცნობება 1 თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

ბ) მინისტრის ინიციატივით, რის თაობაზედაც მას ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“;

ზ) მე-15 მუხლის:

ზ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:

ა) მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება 5 წლის ვადით შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება 5 წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება ხდება უვადოდ. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.“;

ზ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.“;

თ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
სსიპ – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

 

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე