დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.168.016446 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
|
| მუხლი 1 |
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 23/04/2018წ, 010260030.35.168.016255) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
ამოღებულ იქნეს პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი. |
2.
მე-3 მუხლის: |
ა)
მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) 1501 ლარიდან ზევით გადასახდელი თანხის 35%, მაგრამ არაუმეტეს 1200 ლარის ოდენობით.“. |
ბ)
მეოთხე პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სარეიტინგო ქულის ამონაწერი.“. |
3.
მე-4 მუხლის მეოთხე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) 1501 ლარიდან ზევით გადასახდელი თანხის 35%, მაგრამ არაუმეტეს 1400 ლარის ოდენობით.“. |
4.
51 მუხლის მეხუთე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სარეიტინგო ქულის ამონაწერი (სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად);“. |
5.
54 მუხლის მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სარეიტინგო ქულის ამონაწერი“. |
6.
მე-8 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სარეიტინგო ქულის ამონაწერი მხოლოდ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში;“. |
7.
81 მუხლის მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სარეიტინგო ქულის ამონაწერი“. |
8.
მე-11 მუხლის |
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი არასრულწლოვანი 18 წლამდე ასაკის შვილი, დედის დღესთან დაკავშირებით გაეწიოს ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“. |
ბ)
მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
9.
მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით 30%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა. თუ აღნიშნული თანხა ვერ უზრუნველყოფს ოჯახის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ფინანსური დახმარების ნაცვლად, ოჯახს დახმარება გაეწევა ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“. |
10.
ამოღებულ იქნეს მე-14 მუხლის 91 პუნქტი. |
11.
ამოღებულ იქნეს 163 მუხლი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები