„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 009
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 24/04/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2026
ძალაში შესვლის თარიღი 15/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010230000.58.070.016104
009
24/04/2026
ვებგვერდი, 27/04/2026
010230000.58.070.016104
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №009

2026 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.   
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010230000.58.070.016007) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის  შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ამ რეგლამენტის, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კანონის შესაბამისად ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;“;

ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) ახორციელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის  შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ამ რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;“.

3. მე-6 მუხლის მე-19 პუნქტის:

ა) „თ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.გ) შეიმუშავებს და გენერალურ აუდიტორს წარუდგენს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმას, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის ფორმას, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგიას, ასევე, პარტიისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მეთოდოლოგიას;“;

ბ) „თ.ვ“ და „თ.ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ვ) ახორციელებს პოლიტიკური პარტიის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის ფარგლებში ფიზიკური პირის გამოკითხვას ან ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის მიზნით შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს;

თ.ზ) ახორციელებს პარტიისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირისა და მათთან დაკავშირებული სუბიექტების ფინანსური საქმიანობის მუდმივ/უწყვეტ მონიტორინგს;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ –„თ7“ ქვეპუნქტები:

„თ1) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებისა და განაცხადის მიღებას;

2) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ სუბიექტის მიერ წარმოდგენილი განაცხადის გამოკვლევასა და შესწავლას;

3) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სუბიექტის რეგისტრაციას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;

4) უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად ახორციელებს მონიტორინგს;

5) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საფინანსო დეკლარაციის გამოკვლევასა და შესწავლას;

6) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიმუშავებს და გენერალურ აუდიტორს წარუდგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის განაცხადის ფორმას, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეგისტრაციისა და რეესტრის წარმოების წესებს, საფინანსო დეკლარაციის ფორმას და მისი წარდგენის წესს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების წესს, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად ან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად განსახორციელებელი მონიტორინგის წესს;

7) უზრუნველყოფს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას;“;

დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) ახორციელებს მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობის მონიტორინგს;“;

ე) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“  ან/და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს;

ლ) ახორციელებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ან/და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს;“.


მუხლი 2.    
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 15 მაისიდან.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიგიორგი გაბიტაშვილი