„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016998
41
28/04/2026
ვებგვერდი, 29/04/2026
010250050.35.160.016998
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
         ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41

2026 წლის 28 აპრილი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 26/12/2018წ., 010250050.35.160.016521) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) შევიდეს ცვლილება მე-5 მუხლის მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების აღრიცხვა ხორციელდება ყოველდღიურად, დასწრების მატერიალურ ჟურნალში ან სასადილოებში განთავსებული ელექტრონული დაშვების სისტემის აპარატზე შესაბამისი დაშვების ბარათის დაფიქსირებით.“;

ბ) შევიდეს ცვლილება მე-5 მუხლის 51 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დასწრების მატერიალურ ჟურნალში ან ელექტრონული დაშვების სისტემის აპარატზე ერთი კალენდარული თვის განმავლობაში თოთხმეტი ან მეტი დღე არდაფიქსირება“.

გ) შევიდეს ცვლილება მე-5 მუხლის 52 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დასწრების მატერიალურ ჟურნალში ან ელექტრონული დაშვების სისტემის აპარატზე ერთი კალენდარული თვის განმავლობაში არდაფიქსირება“;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა რეხვიაშვილი