დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის“ დამტკიცების შესახებ“ სემეკის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 28/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 08/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.320.000.16.009.009.781 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.009.781
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №44
2006 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის” დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1.
1. „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესების და მეთოდოლოგიის” დამტკიცების შესახებ სემეკ-ის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებაში (სსმ III, 1999წ., №44(51) მუხლი №798) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. განაწილების ტარიფი
ბუნებრივი გაზის განაწილების საფასური გაიანგარიშება ტრანსპორტირების ტარიფის მსგავსად. განაწილების ლიცენზიანტის მიერ მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიისათვის (მაღალი, საშუალო და დაბალი წნევის მომხმარებლები) ბუნებრივი გაზის განაწილების შემთხვევაში, ტარიფების დადგენა შესაძლებელია, შესაბამისად ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის. ტარიფის დასადგენად განაწილების ხარჯები დაიყოფა შესაბამისად მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით და ეს უნდა მოხდეს თითოეული კატეგორიისათვის მომსახურების გასაწევად საჭირო ძირითადი ფონდების ღირებულების პროპორციულად. მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორიის მომსახურე ფონდების ღირებულება იყოფა მოხმარებული გაზის რაოდენობის პროპორციულად.“;
ბ) დადგენილების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. საცალო ტარიფები მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით.
საცალო მომხმარებლის ტარიფი უნდა ასახავდეს ცალკეულ მომხმარებელთა კატეგორიების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის სრულ ღირებულებას, რომელიც შეიცავს მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებს.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. თავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები