„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, გამოყენებისა და აღიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მარტის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.160.017001
44
28/04/2026
ვებგვერდი, 29/04/2026
020080160.35.160.017001
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, გამოყენებისა და აღიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მარტის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2026 წლის 28 აპრილი

ქ. რუსთავი

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, გამოყენებისა და აღიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მარტის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, გამოყენებისა და აღრიცხვა- ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მარტის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 020080160.35.160.016474  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი მუხლის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 96-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა  (დანართი №2);

ბ) დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის (დანართი №3) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.

მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 96-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნაწილში საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვის ან დაზიანების სამართალდარღვევებზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა რეხვიაშვილი