დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016764 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №8 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 20/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016543) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21 დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის წევრის (გარდა თანამდებობის პირისა) მიერ კომისიის სხდომაზე ფაქტობრივი დასწრების შესახებ წარსადგენი წერილობითი ინფორმაციის ფორმა, №21 დანართის შესაბამისად.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების პროცედურები 1. საკრებულოს წევრი (გარდა თანამდებობის პირისა) ვალდებულია ყოველ თვეში არანაკლებ 5 (ხუთი)-ჯერ შეხვდეს ამომრჩევლებს, როგორც ადგილზე, ასევე გასვლით, რასთან დაკავშირებითაც ყოველი თვის დასაწყისში, არაუგვიანეს 2 (ორი) რიცხვისა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში წარადგენს წერილობით ინფორმაციას ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის შესაბამისად. 2. საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები, ყოველი თვის დასაწყისში არაუგვიანეს 2 (ორი) რიცხვისა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ წერილობით ინფორმაციას კომისიის წევრთა (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ კომისიის სხდომაზე ფაქტობრივი დასწრების შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №21 დანართის შესაბამისად. 3. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები აუნაზღაურდეს ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრებში, აგრეთვე საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის პროპორციულად. 4. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირისა) საკრებულოს ან საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა საპატიო მიზეზით გაცდენილად ეთვლება, თუ საკრებულოს/კომისიის სხდომის გაცდენის თაობაზე წინასწარ, წერილობით (ხოლო წერილობითი შეტყობინების შეუძლებლობისას – ზეპირად) ეცნობა შესაბამისად საკრებულოს ან კომისიის თავმჯდომარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს წევრმა საკრებულოს აპარატში ყოველი თვის დასაწყისში არაუგვიანეს 2 (ორი) რიცხვისა, წერილობით უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 5. საკრებულოს აპარატის უფროსმა, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 2 (ორი) დღის ვადაში, უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და მათი ოდენობის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარისათვის ერთიანი მოხსენებითი ბარათის წარდგენა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, წარდგენისთანავე (იმავე დღეს) საკრებულოს თავმჯდომარის წერილით გადაეგზავნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას. 7. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, საკრებულოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტაციის (წერილი, მოხსენებითი ბარათი და სხვა დოკუმენტაცია) საფუძველზე, 3 (სამი) დღის ვადაში უზრუნველყოს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.”. 3. დადგენილებას დაემატოს №2¹ დანართი (თან ერთვის). 4. დადგენილების №3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 21
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის წევრის (გარდა თანამდებობის პირისა) მიერ კომისიის სხდომაზე ფაქტობრივი დასწრების შესახებ წარსადგენი წერილობითი ინფორმაციის ფორმა
|
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს -------------------------------------------
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს -------------------------------------------------------------------------------------კომისია წარმოგიდგენთ კომისიის სხდომებზე წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) დასწრებისა და გაცდენის (მათ შორის, საპატიო მიზეზით) შესახებ ინფორმაციას:
საანგარიშო პერიოდი: (თვე) (წელი)
კომისიის თავმჯდომარე: (სახელი, გვარი, ხელმოწერა): -----------------------------------------------------------
| |||||||||||||||||||||||||
დანართი 3
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ცხრილი
|
საანგარიშო პერიოდი:
(თვე) (წელი)
წინამდებარე ცხრილი შეადგინეს: საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურე (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურე (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურე (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურე (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) ცხრილის შევსების თარიღი „--------“ „--------------------“------- წელი. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები