დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016742 |
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის) |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის) |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
(დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის) |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ივლისის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29.07.2022, №010250020.35.123.016628).
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფრით/საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს.
2. ეს წესი არ ვრცელდება დევნილის/ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე, ეკომიგრანტებზე, სახელმწიფო/მუნიციპალური პროექტის/პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ ან დასაკმაყოფილებელ პირებზე. |
მუხლი 2.
ტერმინთა მნიშვნელობა |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) განაცხადი – ამ დადგენილების მე-2 და მე–3 მუხლებით დამტკიცებული განაცხადის ფორმები (შემდგომ – განაცხადი); ბ) კომისია – ამ წესის განხორციელების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია (შემდგომ – კომისია); გ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ – ქუთაისი) ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის მსურველი პირი, რომელმაც შეავსო განაცხადი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ; დ) უსახლკარო პირი – ქუთაისის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრირებული პირი; ე) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი (შემდგომ – ოჯახი) – ამ წესის მიზნებისათვის ოჯახად მიიჩნევა ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცით, ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით და/ან წარმოადგინეს ერთობლივი განაცხადი (ოჯახის შემადგენლობაში არ განიხილება პირი, რომელიც განხილვის მომენტში იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში; იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი; ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი, გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში; ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი; ასევე, სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი); ვ) უსახლკარო ოჯახი – ქუთაისის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახი; ზ) თავშესაფარი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული თავშესაფარი; თ) საცხოვრისი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სოციალური საცხოვრისი; ი) ოჯახის უმუშევარი წევრი – უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის სრულწლოვანი არასაპენსიო ასაკის წევრი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად; კ) სამსახური – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; ლ) მერია – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია; მ) ინსტრუქცია – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დამტკიცებული თავშესაფრის მართვის ინსტრუქცია; ნ) მერი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი; ო) ადმინისტრაციული ერთეული – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული. |
მუხლი 3.
უსახლკარო პირად რეგისტრაციის პირობები |
1. უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი (შემდგომ – პირი) უსახლკარო პირად დარეგისტრირდება თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად და ამასთანავე, ბოლო ორი წლის განმავლობაში და უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის, უწყვეტად რეგისტრირებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირი არის სრულწლოვანი; გ) პირის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; დ) პირის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე საკუთრების ან/და უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პირს ან/და მისი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავებს არ გააჩნიათ საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წელისა და მოდელის გათვალისწინებით; ვ) პირს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან პირის უსახლკარო პირად რეგისტრაციის საკითხის კომისიის სხდომაზე გატანამდე 6 თვის განმავლობაში მის მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქირით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრული პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის ორი და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება) გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვისა და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით; თ) პირი (თუ ის არის შრომისუნარიანი) რეგისტრირებულია სამუშაოს მაძიებლად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge. 2. პირი უსახლკარო პირად არ დარეგისტრირდება: ა) ქონებრივი, ოჯახური ან/და სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებს პირის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულების არსებობისას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია); ბ) ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენისას, რომელიც ადასტურებს პირის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და/ან დროებითი საცხოვრისის მისამართის, დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის შესახებ ინფორმაციის დამალვას; გ) ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებისას/გამოვლენისას, რომლის შედეგადაც უსახლკარო სტატუსის მაძიებელმა პირმა თავშესაფრის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკარო პირად რეგისტრაციის საფუძველი; დ) თუ კომისია ვერ მოიპოვებს ინფორმაციას პირის შესახებ. 3. უსახლკარო პირად რეგისტრაცია უქმდება თუ: ა) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს; ბ) გამოვლინდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უსახლკარო პირად რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოება; გ) ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, უმუშევარი უსახლკარო პირი გააუქმებს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge „სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციას. |
მუხლი 4.
უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურა |
1. პირმა თავშესაფრის მიღების მიზნით უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოს კომისიას და წარუდგინოს განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო პირად რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. 2. პირის უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის მოთხოვნით კომისიას შესაძლოა მიმართოს ასევე მუნიციპალიტეტის ან/და სახელმწიფო ორგანომ, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ. ასეთ შემთხვევაში, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას/ინფორმაციას მოიპოვებს კომისია. 3. პირის უსახლკარო პირად რეგისტრაცია არ წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრირებული პირის თავშესაფრით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკარო პირად რეგისტრირებული პირი თავშესაფრით დაკმაყოფილდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის რესურსების შესაბამისად. 4. თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის კომისიის მიერ უსახლკარო პირად რეგისტრირებულ პირთა შეფასება ხდება ქულათა სისტემით, შემდეგი რიგითობით: ა) საცხოვრებელი პირობები – 1 – 2 ქულა; ბ) სხვა ფაქტობრივი გარემოებები – 1 – 2 ქულა; გ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – 2 ქულა; დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების წევრი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში – 1 ქულა; ე) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაჯილდოებული და/ან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მქონე პირი – 1 ქულა. 5. ყველა იმ პირს, ვინც რეგისტრირებულია უსახლკარო პირად შეეთავაზება თავშესაფარი. 6. ქულათა სრული დამთხვევის შემთხვევაში კომისია პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების რიგითობის დასადგენად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. 7. პირველ ეტაპზე თავშესაფრით დაკმაყოფილდებიან უფრო მაღალი ქულის მქონე პირები. 8. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. 9. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ბრძანებით იღებს შემდეგი სახის გადაწყვეტილებებს: ა) პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ; ბ) უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ; გ) უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; დ) პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 10. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირი თავშესაფრით კმაყოფილდება 2 წლის ვადით. 11. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფის შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში პირის განაცხადი განმეორებით არ განიხილება მომდევნო 1 წლის განმავლობაში. 12. კომისია საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუგვიანეს თავშესაფრით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 წლისა, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა ბენეფიციარი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უსახლკარო პირად რეგისტრაციის კრიტერიუმებს და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ბენეფიციარის მოთხოვნის შესაბამისად, გასცემს რეკომენდაციას ბენეფიციარისათვის თავშესაფარში განთავსების ვადის 2 წლით გაგრძელების ან ვადის არგაგრძელების შესახებ, რის საფუძველზეც გადაწყვეტილებას, ბრძანების სახით, იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი. 13. თავშესაფრით სარგებლობის პირობები განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დამტკიცებული თავშესაფრის მართვის სამოქმედო ინსტრუქციითა და უსახლკარო პირის ხელწერილით, რომელზე ხელმოწერითაც პირი იღებს პასუხისმგებლობას ინსტრუქციით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე. აღნიშნულის დარღვევა შეიძლება გახდეს თავშესაფრით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი. 14. უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის მიღების ან უსახლკარო პირად რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში, პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს კომისიას. |
მუხლი 5.
უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმები |
1. უსახლკარო ოჯახის სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად და ამასთანავე, ბოლო ორი წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა ნახევარი ან მეტი, უწყვეტად და ამავდროულად, უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, ოჯახის წევრი, რომელსაც ამ ორი წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად ის არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არცერთ წევრს არ უფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ/ვერ იქნება საკმარისი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის; გ) ადმინისტრაციული ერთეულის მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არცერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე საკუთრების ან/და უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არცერთ წევრს არ გააჩნია საკუთრებაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წელისა და მოდელის გათვალისწინებით; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „შემოსავლების სამსახურისა“ და შესაბამისი საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აღემატება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქირით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხისა და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრული პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ოჯახის არცერთი წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის ორი და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება), გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვისა და სხვა სასწავლო – შემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის თითოეული შრომისუნარიანი უმუშევარი წევრი რეგისტრირებულია სამუშაოს მაძიებლად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე www.worknet.gov.ge, გამონაკლისს წარმოადგენენ ის პირები, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩარიცხული არიან და სწავლობენ ინსტიტუტში, უნივერსიტეტში ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის ან დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამის გასავლელად, რათა მიიღონ აკადემიური განათლება, განივითარონ პროფესიული უნარები და შეიძინონ შესაბამისი კვალიფიკაცია. 2. ოჯახი უსახლკარო ოჯახად არ რეგისტრირდება: ა) თუ გამოვლინდა ისეთი გარემოებები, რომლებიც ადასტურებს ოჯახის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის/სუბიექტის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია); ბ) თუ ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს/აკმაყოფილებენ ოჯახის მხოლოდ არასრულწლოვანი წევრ(ებ)ი; გ) ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენისას, რომელიც ადასტურებს ოჯახის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და/ან დროებითი საცხოვრისის მისამართის, დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის შესახებ ინფორმაციის არმიწოდებას; დ) ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებისას/გამოვლენისას, რომლის შედეგადაც ოჯახმა საცხოვრისის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საფუძველი; ე) თუ უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი ოჯახის შესახებ კომისია ვერ მოიპოვებს ინფორმაციას |
მუხლი 6.
უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის განაცხადის განუხილველად დატოვების პირობები |
უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე განაცხადი არ განიხილება და განმცხადებლებს ეცნობებათ უარი, თუ:
ა) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის ყველა წევრი განაცხადის ფორმით კომისიისათვის მიმართვისას, არ არის საქართველოს მოქალაქე და ოჯახის წევრთა ნახევარი ან მეტი რეგისტრირებულია არ არის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი ოჯახის, უსახლკაროდ რეგისტრაცია ან/და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფა რეგულირდება სხვა კანონმდებლობით. |
მუხლი 7.
უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის პროცედურა და უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი |
1. ოჯახმა საცხოვრისით მიღების მიზნით, უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოს კომისიას და წარუდგინოს განაცხადი, რომელსაც თან უნდა დაერთოს:
ა) ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ბ) ოჯახის წევრთა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ოჯახი უფლებამოსილია წარმოადგინოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. 2. ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის მოთხოვნით კომისიას შესაძლოა მიმართოს ასევე, მუნიციპალიტეტის ან/და სახელმწიფო ორგანომ, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ. ასეთ შემთხვევაში წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას/ინფორმაციას მოიპოვებს კომისია. 3. ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაცია არ წარმოშობს უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახი საცხოვრისით დაკმაყოფილდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის რესურსების შესაბამისად. 4. განაცხადებას, ქუთაისის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. 5. კომისიის გადაწყვეტილების/რეკომენდაციის საფუძველზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ბრძანებით იღებს შემდეგი სახის გადაწყვეტილებებს: ა) ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ; ბ) ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 6. საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის კომისიის მიერ უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებულ ოჯახთა შეფასება ხდება ქულათა სისტემით, შემდეგი რიგითობით: ა) საცხოვრებელი პირობები – (1 – 2 ქულა); ბ) სხვა ფაქტობრივი გარემოებები – (1 – 2 ქულა); გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრ(ებ)ი – 3 ქულა; მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრ(ებ)ი – 1 ქულა. დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი ოჯახის წევრი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების წევრი/წევრები, რომელიც/რომლებიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში – 1 ქულა; ე) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე ოჯახის წევრი – 2 ქულა; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე ოჯახის წევრი და მისი არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი – 3 ქულა; ზ) ოჯახი, რომელშიც 3 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვია – 3 ქულა; თ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაჯილდოებული და/ან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მქონე ოჯახის წევრი – 1 ქულა; ი) ოჯახი, სადაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან რეინტეგრირებულია ბავშვი – 3 ქულა. 7. განცხადებას, ქუთაისის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. 8. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ბრძანებით იღებს შემდეგი სახის გადაწყვეტილებებს: ა) უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ; ბ) უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. 9. უსახლკარო ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფა ხდება ფართის ოპტიმალური გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. ერთ ადამიანზე გასათვალისწინებელი საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენს ექვს კვადრატულ მეტრს. 10. უსახლკარო ოჯახის მიერ საცხოვრისით უზრუნველყოფის შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოჯახს უუქმდება უსახლკაროს სტატუსი და ოჯახის განაცხადი განმეორებით არ განიხილება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. 11. ამ მუხლის მე–8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას უსახლკარო ოჯახებს, სოციალური საცხოვრისით სარგებლობაზე უფორმდებათ ხელშეკრულება, რომლის ვადა განისაზღვრება ორი წლის ვადით. 12. საცხოვრისით სარგებლობის პირობები განისაზღვრება უსახლკარო ოჯახსა და მერიას შორის დადებული ხელშეკრულებით, ასევე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური საცხოვრისის მართვის სამოქმედო ინსტრუქციით, რომლის დარღვევა შეიძლება გახდეს საცხოვრისით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი. 13. სამსახურის წარმომადგენლები, პერიოდულად, მაგრამ სამ თვეში ერთხელ მაინც ახდენენ საცხოვრისში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების გადამოწმებისა და მათი ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით, ახორციელებენ ვიზიტს საცხოვრისში. 14. მინიმუმ სამი თვის განმავლობაში საცხოვრისში ოჯახის არცხოვრების ფაქტის (ცხოვრების ფაქტის დადასტურებად არ განიხილება ოჯახის წევრთა მიერ საცხოვრისში ერთჯერადი ვიზიტები ან მათი მხრიდან საცხოვრისის გამოყენება ნივთების განთავსება/შენახვის მიზნით, გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით დასტურდება ოჯახის წევრთა მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვისა და სხვა სასწავლო–შემოქმედებითი მიზნით) დადასტურების შესახებ ინფორმაციას, ოქმისა და სხვა მტკიცებულებების სახით, სამსახური აწვდის კომისიას, რომელიც საოქმო გადაწყვეტილებით გასცემს რეკომენდაციას უსახლკარო ოჯახსა და მერიას შორის დადებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლის საფუძველზეც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ბრძანებით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) უსახლკარო ოჯახსა და მერიას შორის დადებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; ბ) უსახლკარო ოჯახსა და მერიას შორის დადებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარი თქმის შესახებ. 15. უსახლკარო ოჯახსა და მერიას შორის დადებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მერი გამოსცემს ბრძანებას, ოჯახისათვის უსახლკარო სტატუსის გაუქმების შესახებ. 16. კომისია საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუგვიანეს საცხოვრისით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 წლისა, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა ბენეფიციარი ამ წესის მე–5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმებს და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ბენეფიციარის მოთხოვნის შესაბამისად, გასცემს რეკომენდაციას ბენეფიციარისათვის საცხოვრისში განთავსების ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს 2 წლით გაგრძელების ან ვადის არგაგრძელების შესახებ, რის საფუძველზეც გადაწყვეტილებას ბრძანების სახით, იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი. 17. უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის მიღების ან უსახლკარო ოჯახის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს კომისიას. |
მუხლი 8.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია |
1. ამ წესის განხორციელების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას (შემდგომ – კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები და სხვა თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული სპეციალისტები. 3. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და კომისიის წევრებისაგან. 4. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მე–8 და 92–ე მუხლების მოთხოვნები. 5. კომისიის ორგანიზაციულ–ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი, რომელიც შედგება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისაგან. კომისიის აპარატი უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს და ასრულებს მის დავალებებს. კომისიის აპარატის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი. 6. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 7. კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. 8. კომისია დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მასზე მოახდინოს რამე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში. 9. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 10. კომისიას აქვს ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით. 11. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას. 12. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 13. კომისიის თავმჯდომარეს, მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 14. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით; ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. 15. კომისიის სხდომებს ესწრებიან კომისიის წევრები, კომისიის აპარატისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერსა და ბენეფიციართა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (შემდგომ – ხელშეკრულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის (შემდგომ – მონიტორინგის ჯგუფი) ხელმძღვანელები. 16. კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3. 17. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები. 18. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა (მ.შ. ამ წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი) და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. 19. კომისია სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. 20. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა უმრავლესობა, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. 21. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. 22. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. 23. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 24. კომისიის სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იღებს შემდეგი სახის გადაწყვეტილებებს: ა) პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ; ბ) უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ; გ) უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; დ) პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ე) ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ; ვ) ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ზ) უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ; თ) უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. 25. ფორსმაჟორულ სიტუაციაში (ხანძარი, მეწყერი, შსს–ს ან/და სხვა სახელმწიფო უწყების მოთხოვნა/რეკომენდაცია და სხვა დაუძლეველი ძალა), დღე–ღამის ნებისმიერ დროს, როდესაც პირი/ოჯახი დარჩა უსახლკაროდ, პირის/ოჯახის თავშესაფარში დროებით მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე. 26. ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე მომდევნო სამუშაო დღეს ინფორმაციას წარუდგენს კომისიას, რომელიც რეკომენდაციის სახით იღებს შემდეგი სახის გადაწყვეტილებებს: ა) პირის/ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ; ბ) პირის/ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ; გ) პირის/ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფაზე ან/და საცხოვრისით უზრუნველყოფაზე უარისთქმის შესახებ. 27. ამ მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილება წარედგინება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით – ბრძანებით იღებს ერთ–ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) პირის/ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ; ბ) პირის/ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ; გ) პირის/ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფაზე ან/და საცხოვრისით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. |
დანართი № 2
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი № 3
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები