„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.122.016792
6
24/04/2026
ვებგვერდი, 27/04/2026
010260020.35.122.016792
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2026 წლის 24 აპრილი

ქ. წყალტუბო

 

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №21 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.122.016466, 16/03/2018) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).            
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი



დანართი №1

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, განათლების,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის
დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

 


მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

 


მუხლი 3. სამსახურის მიზნები და ამოცანები
სამსახურის მიზნებია:

ა) მუნიციპალიტეტში კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარების ხელშეწყობა;

ბ) მოსახლეობის ინტელექტუალური, კულტურული და ფიზიკური განვითარების პირობების შექმნა;

გ) ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია;

ე) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.

 სამსახურის ამოცანებია:

ა) განათლების სფეროში მუნიციპალური პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა და შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა;

ბ) კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და კულტურის დაწესებულებების მხარდაჭერა;

გ) სპორტისა და ფიზიკური აღზრდის განვითარების ხელშეწყობა, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;

დ) ახალგაზრდული პროგრამებისა და ინიციატივების მხარდაჭერა და განხორციელება;

ე) შესაბამის სფეროებში მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და კოორდინაცია;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 


მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის  უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისგან.

2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს/ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.

4. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

5. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული წინსვლის  წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) კულტურის, განათლების,  ახალგაზრდობისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციას;

გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციას;

დ) უზრუნველყოფს თეატრალური, მუსიკალური, სახვითი ხელოვნების, ქართული ფოლკლორის, ეროვნული ხუროთმოძღვრების, ძეგლთა დაცვის, ხალხური შემოქმედებისა და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვას;

ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის  საკითხებზე;

ვ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების კოორდინაციას;

ზ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას და სპორტის განვითარების ხელშეწყობას;

თ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების კოორდინაციას;

ი) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;

კ) ახალგაზრდობის კულტურული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობას, ახალგაზრდების დასვენებას ახალგაზრდულ ბანაკებში, ლაშქრობებში, ინტელექტუალურ, შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და სხვა სახის ღონისძიებათა ჩატარების საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფას, კონკურსების ჩატარებას და შესაბამისი პირებისათვის მატერიალური და არამატერიალური სახის პრიზების გაცემას;

ლ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

მ) კულტურის და სპორტის  სფეროში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და წარდგენას კანონით დადგენილი წესით;

ნ) რელიგიური ორგანიზაციების აღრიცხვას და ფინანსურ მხარდაჭერას შემდგომი მიზნობრიობით;

ო) უზრუნველყოფს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერიის მიერ დაფუძნებული კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროს მიკუთვნებული იურიდიული პირების ზედამხედველობასა და საქმიანობის კოორდინაციას;

პ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში  ან/და მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ან/და სამსახურის ინიციირების საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, კერძოდ, მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენასა და შესყიდვის ობიექტის მიღებას. სამსახურის უფროსი ახდენს რეაგირებას ხელშეკრულების პირობების მოსალოდნელ ან უკვე აღმოჩენილ დარღვევებზე და წერილობით ატყობინებს მერს;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  დადგენილი წესით.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.