,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 395
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 176, 29/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.026.009.775
  • Word
395
29/12/2006
სსმ, 176, 29/12/2006
120.260.010.22.026.009.775
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.026.009.775

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №395

2006 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის     სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის     2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №143, მუხ. 1592) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველომ.“.

ბ) ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველო, რომლის ფუნქციები და მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულებაში. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე არის კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.“.

გ) ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის, კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით მიღების წესის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღებ რეკომენდაციის პროექტს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველო.“.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანებას გაეცნონ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები.

დ. კეზერაშვილი