,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 170, 30/11/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.901
  • Word
260
28/11/2007
სსმ, 170, 30/11/2007
010.240.030.10.003.000.901
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №260

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №154, მუხლი 1714) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური (დეპარტამენტი);“.

2. 184 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 184. საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური (დეპარტამენტი)

საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (დონორებთან) ურთიერთობის კოორდინაცია;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებების ექსპერტიზა, სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება და ხელშეკრულებათა დადების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა აღრიცხვა და შესრულების მონიტორინგი;

დ) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ე) სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა მივლინებების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე