დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 113 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.018011 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ:
1. დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) ბიუჯეტის განმკარგველის - 1006 - სსიპ – „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:
ბ) ბიუჯეტის განმკარგველი - 2631 – „შპს ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველები:
2. დანართ №3-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი - 7353 - „თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ფრენბურთის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები