„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017463
29
20/04/2026
ვებგვერდი, 20/04/2026
120010000.22.026.017463
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №29

2026 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებით (ვებგვერდი, 24/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016305) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამხედრო პოლიციის ამოცანები

სამხედრო პოლიციის ამოცანებია:

ა) საქართველოს  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენის, გამოძიებისა და დამნაშავეთა ძებნა-დაკავების განხორციელება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ოპერატიულ-ტექნიკურ, ოპერატიულ-სამძებრო და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში,  ინფორმაციის მოპოვება, მისი ანალიტიკური დამუშავება და ანალიზი;

გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს სისტემის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს სარგებლობაში არსებულ ობიექტებსა და ტერიტორიაზე, თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილებში და მათ ფარგლებს გარეთ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს სარგებლობაში არსებული ობიექტებისა და ტერიტორიის, თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილების დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა, სამინისტროს სამხედრო ობიექტების პერიმეტრის დაცვითი და უსაფრთხოების ოფიცერთა მეშვეობით ქვედანაყოფების შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;

ზ) სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება – უკავშირდება თუ არა აღნიშნული ფაქტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის მომზადება/გაცემა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობის განხორციელება.“.

2.  მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებები

სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებებია:    

ა) სისხლის სამართლის დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულის გამოვლენა, გახსნა, აღკვეთა, გამოძიების დაწყება და წარმოება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით ფიზიკური იძულების გამოყენება;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით ჩატარება;

დ) სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაანალიზება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და დისციპლინური გადაცდომის საქმეების განხილვა, შესაბამისი ოქმების შედგენა შემდგომი რეაგირებისათვის ან/და შესაბამის ორგანოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, აგრეთვე ადმინისტრაციული და დისციპლინური საქმისწარმოების უზრუნველყოფის ზომების გამოყენება;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ინტერესებში, რევიზიის ან ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, საუწყებო შემოწმების ჩატარებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციიდან გამომდინარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის (წერილობით ან სიტყვიერად) მოთხოვნა და დაუყოვნებლივ მიღება (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) მითითებული ვადებისა და ფორმის დაცვით;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ფორმით სამინისტროს სისტემის ნებისმიერი მოსამსახურის, სამხედრო მოსამსახურის ან/და თანამდებობის პირის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – სხვა პირის, რომელსაც შესაძლოა საქმესთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაცია, გამოკითხვა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმის თაობაზე მათგან წერილობითი ან/და სიტყვიერი განმარტების მიღება, რაც უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციისათვის დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად შესრულებას;

ი) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ნებისმიერ დროს სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში განთავსებულ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების), სამხედრო ობიექტებისა და დაწესებულებების დისლოკაციის ადგილებზე შეუფერხებლად შესვლა და გადაადგილება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით მოქალაქის ნივთებისა და მისი პირადი გასინჯვა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება;

მ) სამხედრო ოპერაციებისა და სამხედრო წვრთნების დროს, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში, საწვრთნელ ტერიტორიაზე, სასროლეთებზე, პოლიგონებზე და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, კანონიერების, სამხედრო დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე კონტროლი, მათ შორის, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების) დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებზე/დაწესებულებებში და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ო) სამხედრო პატრულის ფუნქციონირების და მონიტორინგის უზრუნველყოფა;

პ) დადგენილი წესით, საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, აგრეთვე პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილება/ესკორტირების უზრუნველყოფა;

ჟ) მინისტრის ან/და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ განსაზღვრული ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნების თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში ესკორტით გადაადგილება);

ს) საგანგებო დავალებების შემთხვევაში სამხედრო ობიექტების და კანონმდებლობით დადგენილი წესით – სტრატეგიული დანიშნულების სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა გადაყვანა (ბადრაგირება), აგრეთვე სამხედრო პოლიციის შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას შემთხევევის ადგილებისა და მტკიცებულებების დაცვა;

უ) საგამოძიებო ქვემდებარეობით სამხედრო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის რეგისტრაციის განხორციელება, დაქტილოსკოპირება, ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება, აგრეთვე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე საექსპერტო გამოკვლევების ჩატარება;

ფ) მანევრებისა და მობილურობის ოპერაციების, ასევე საბრძოლო მოქმედებების რაიონის უსაფრთხოებისა და ზურგის ოპერაციების განხორციელება/მხარდაჭერა;

ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემაში (გარდა სამოქალაქო ოფისისა) დასაქმების მსურველ პირთა დანიშვნისა და კარიერული განვითარების მიზანშეწონილობის საკითხების განხილვა;

ღ) იძულებით გადაადგილებული პირების/სამხედრო ტყვეების ადმინისტრირების მხარდაჭერა;

ყ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, აღნიშნული ფაქტების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან კავშირის დასადგენად  და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

შ) ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით, დადგენილი წესით, შესაბამისი ორგანოებისთვის სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის გასვლის გონივრული ვადით შეყოვნების შესახებ მიმართვა;

ჩ) სამხედრო პოლიციაში საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი;

ც) კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და  ჩატარების კოორდინაცია;

ძ) სამხედრო პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;

წ) სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;

ჭ) სამხედრო პოლიციის პერსონალით დაკომპლექტების უზრუნველყოფა;

ხ) კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი პირის დადგენილებით ან დავალებით, სააღრიცხვო/ფინანსური შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა;

ჯ) სამინისტროს ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულების, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზების უზრუნველყოფა, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;

ჰ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

) „ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) „ვ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ქვეპუნქტი:

„ვ1) ორგანიზაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;“;

) „ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

)   ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-6 მუხლის:

) პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-4 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროს, თავდაცვის ძალების ადმინისტრაციულ შენობასა და სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროში, აგრეთვე სამინისტროს იურიდიულ მისამართზე მდებარე ტერიტორიაზე და მათზე განლაგებული საკონტროლო-გამშვები პუნქტების ორგანიზება/ფუნქციონირება და დაცვის სამსახურის შესრულება;“;

) მე-5 პუნქტის და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება;

გ) სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ადმინისტრაციული შენობებისა და  მათი პერიმეტრების, აგრეთვე მინისტრის ან/და თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ განსაზღვრული სამინისტროს  სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მართვაში არსებულ იურიდიული პირების, დისლოკაციის/განთავსების ადგილებზე ვიდეოკონტროლის განხორციელება ან/და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა.“;

) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ორგანიზაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამხედრო პოლიციის პერსონალით დაკომპლექტებისათვის წინადადებების წარდგენა, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება;

ბ) სამხედრო პოლიციის მოსამსახურეთა მიმართ წახალისების/დისციპლინური წარმოების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს სისტემის  მოსამსახურეთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება აღნიშნული ფაქტების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან კავშირის დასადგენად  და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში,  ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპირება, ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება, შემთხვევის ადგილზე კვალთა ფიქსირება-ამოღება, აგრეთვე საექსპერტო გამოკვლევების ჩატარება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე;

ე) სამხედრო პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;

ვ) სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულებათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია და ერთიანი სტატისტიკური ანგარიშის მომზადება;

ზ) სამხედრო პოლიციის მიერ გაწეული მუშაობის შედეგების სტატისტიკური ანალიზისა და შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის დამაქვეითებელი გარემოებების, საბრძოლო მზადყოფნის, პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ოპერატიული ვითარების ანალიზი, შემოსული ინფორმაციების თემატური განზოგადება და შესაბამისი რეკომენდაციების (წინადადებების) მომზადება/შემუშავება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, თავდაცვის პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) მომზადება/შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

კ) სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა, ვიზირება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;

მ) კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი პირის დადგენილებით ან დავალებით, სააღრიცხვო/ფინანსური შემოწმების ჩატარება და გამოკვლევის შედეგების წარდგენა.“;

) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-10 პუნქტის და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) სამხედრო ოპერაციებისა და სამხედრო წვრთნების დროს, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში, საწვრთნელ ტერიტორიაზე, სასროლეთებზე, პოლიგონებზე და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე,  კანონიერების, სამხედრო დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე კონტროლი, მათ შორის,  საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების) დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებზე/დაწესებულებებში და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;".

5. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სამხედრო პოლიციის სტრუქტურაში შემავალი ქვედანაყოფის უფროსი/მეთაური:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ანგარიშს წარუდგენს უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;

თ) უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში, უფროსის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, გამოსცეს მითითებები და ბრძანებები;

ი) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

კ) ქვედანაყოფის უფროსს/მეთაურს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰყავს მოადგილე(ები), რომელიც ქვედანაყოფის უფროსის/მეთაურის არყოფნის შემთხვევაში, უფროსის ბრძანებით, ასრულებს მის მოვალეობას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი