„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32/2026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 20/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016860
32/2026
20/04/2026
ვებგვერდი, 20/04/2026
010190030.15.008.016860
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №32/2026

2026 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-8 მუხლის:

) პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) შიდა აუდიტის და მანდატურის სამსახური.”;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ქვეპუნქტი:

„გ1) შიდა აუდიტის და მანდატურის სამსახურის უფროსი;“.

2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. იურიდიული დეპარტამენტი

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი:

1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;

2. არჩევნებთან/რეფერენდუმთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს ცესკოს წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;

3. იხილავს არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებულ განცხადებებს/საჩივრებს და განკარგულებების პროექტებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ცესკოს;

4. წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში კანონმდებლობიდან გამომდინარე დავების განხილვისას;

5. ცესკოს სათანადო სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საჭირო მასალას;

6. საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოჰყავს ცესკოს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტები. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს;

7. ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის პროექტს;

8. ახდენს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) განთავსებული სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების საჭიროებისამებრ მოძიება-დამუშავებას, ცესკოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის საჭიროებისამებრ ნორმატიული აქტების ან/და მათი ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდებას;

9. ახდენს ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შედგენილი ხელშეკრულებების იურიდიული მხარის ვიზირებას;

10. ახდენს ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;

11. საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ახორციელებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას (ინფორმაციის შეგროვებას, განთავსებასა და გამოქვეყნებას); უზრუნველყოფს საარჩევნო პერიოდში საარჩევნო დავებზე, სასამართლოებიდან შემოსული, განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ განჩინების დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებას;

12. როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში იურიდიულ კონსულტაციას უწევს საოლქო საარჩევნო კომისიებს;

13. ახდენს დასრულებული სასამართლო პროცესების აღრიცხვასა და ანალიზს;

14. ახორციელებს საარჩევნო პრაქტიკისა და ანგარიშების ანალიზს;

15. ახდენს ცესკოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;

16. დაუყოვნებლივ გადასცემს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს, ასევე საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;

17. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“.

3. 182 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 183 მუხლი:

„მუხლი 183. შიდა აუდიტის და მანდატურის სამსახური

1. ფუნქციების შესასრულებლად სამსახური:

ა) ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;

ბ) უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციაში კომპეტენციის ფარგლებში ცესკოს აპარატის, ცესკოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და ქვემდგომი საარჩევნო კომისიების შიდა აუდიტის განხორციელებას, შიდა აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენას;

გ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;

დ) უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

ე) ახდენს ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას;

ვ) ახდენს ცესკოს წინაშე არსებული რისკების და მათი მართვის ხარისხის შეფასებას;

ზ) ახდენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;

თ) ცესკოს მიერ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეისწავლის საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს;

ი) ახდენს ცესკოს აპარატის თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს;

კ) ახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების შესრულებაზე კონტროლსა და, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რეაგირებას მისი ნორმების შესრულებაზე;

ლ) უზრუნველყოფს დისციპლინური/სამსახურებრივი გადაცდომის ან/და საარჩევნო ადმინისტრაციის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით, დისციპლინური წარმოების დაწყებას, შესაბამისი ინფორმაციის მიღება-გაანალიზებას, დასკვნის მომზადებას და ცესკოს თავმჯდომარისათვის ან/და ცესკოსთვის წარდგენას;

მ) ახდენს სამსახურის კომპეტენციის სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;

ნ) უზრუნველყოფს სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც გამომდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესებიდან, არ წარმოადგენს ცესკოს დეპარტამენტების უფლებამოსილების სფეროს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

ო) უზრუნველყოფს ცესკოს შენობაში/სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას;

პ) ცესკოს შენობაში/სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვისას ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის/სხდომის თავმჯდომარის დავალებებს;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის ცესკოს შენობიდან/ცესკოს სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების აღსრულებას;

რ) ცესკოს შენობაში/სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს პოლიციას;

ს) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

2. შიდა აუდიტის და მანდატურის სამსახური ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელია და ექვემდებარება უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარეს.“.

4. მე-20 მუხლის:

ა) 161 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„161. სხდომის თავმჯდომარე სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ცესკოს შიდა აუდიტის და მანდატურის სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის/თანამშრომლების (მანდატურის/მანდატურების) დახმარებით.“;

ბ) 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ცესკოს მდივნის აპარატი ელექტრონული ფორმით უგზავნის ცესკოს წევრებს/სტრუქტურულ ერთეულებს. ასევე გადაწყვეტილებების ასლებს, მოთხოვნისთანავე, გადასცემს დაინტერესებულ მხარეებს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი