დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016503 |
|
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში. (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 13/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016265) კერძოდ:
1. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეული და პროფესიული საჯარო მოხელეები 2. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებია: აპარატის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საინფორმაციო საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საოქმო და საარქივო საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში და მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.“. 2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების 102 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 102. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საინფორმაციო საკითხებში 1. საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საინფორმაციო საკითხებში უზრუნველყოფს: ა) თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებში საინფორმაციო პროცესების დაგეგმვას, მართვასა და განხორციელებას; ბ) საკრებულოს ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას, დამუშავება და ანალიზი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის გათვალისწინებით; გ) საკრებულოს აპარატში სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის სიზუსტისა და სანდოობის გადამოწმებას; დ) მუნიციპალიტეტის შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან და გარე ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლის კოორდინაციას კანონმდებლობის შესაბამისად; ე) საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობას; ვ) მონაცემთა დამუშავებას, შეგროვებას, მართვასა და გაცემასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას; ზ) მოქმედი კანონმდებლობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 2. სპეციალისტი – საინფორმაციო საკითხებში, ანგარიშვალდებულია მაღალი დონის მმართველობის სტრუქტურის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის უფროსის წინაშე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები