„კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვრის №1/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვრის №1/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 94/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016986
94/04
17/04/2026
ვებგვერდი, 17/04/2026
220010040.18.011.016986
„კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვრის №1/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №94/04

2026 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

„კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვრის №1/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვრის №1/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 08/01/2018; /: 220010040.18.011.016268) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე -5 მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

4. ბანკნოტების ფორმირება ხდება ნომინალების, მოდიფიკაციის და ვარგისობის კატეგორიების მიხედვით, ნეკნებად და კონებად. ერთი ნეკნი შეიცავს ერთი და იმავე ნომინალის ას ფურცელს, ხოლო ერთი კონა ათ ნეკნს. მონეტების ფორმირება ხდება ნომინალების მიხედვით. ერთ პაკეტში მოთავსებული ეროვნული ვალუტის მონეტების მაქსიმალური რაოდენობა ნომინალების მიხედვით უნდა იყოს: 5 თეთრი 1000 ცალი, 10 თეთრი 1000 ცალი, 20 თეთრი 800 ცალი, 50 თეთრი 500 ცალი (ან 1000 ცალი), 1 ლარი 500 ცალი, 2 ლარი 500 ცალი, 10 ლარი 500 ცალი.“.

2. მე -7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 7. ნაღდი ფულის გადასატანი კონტეინერის მახასიათებლები და ფორმირება

1. ეროვნულ ბანკში ბანკიდან ნაღდი ფულის მიღება და ეროვნული ბანკიდან ბანკზე ნაღდი ფულის გაცემა ხორციელდება სტანდარტული ან/და დიდი ზომის კონტეინერების მეშვეობით, რომელთა კონსტრუქცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებში მოცემულ მოთხოვნებს.

2. სტანდარტული კონტეინერის კონსტრუქცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კონტეინერის შიდა ზომა უნდა იყოს 345.5X345.5X185 მმ, ხოლო გარე ზომა – 395X395X200 მმ;

ბ) ცარიელი კონტეინერის წონა არ უნდა აღემატებოდეს 5 კილოგრამს, ხოლო დატვირთული კონტეინერი უნდა უძლებდეს მასში განთავსებული 35 კილოგრამი ტვირთის წონას;

გ) კონტეინერს უნდა გააჩნდეს ისეთი ფორმა, რომელიც გამორიცხავს მათი ერთმანეთზე დაწყობის შემთხვევაში დაცურება/გადმოვარდნის შესაძლებლობას, უზრუნველყოფდეს 15 გრადუსამდე კუთხით დახრილ სიბრტყეზე მათ ერთმანეთზე დაწყობას და მათი ერთმანეთზე დაწყობის შემთხვევაში 300 კილოგრამამდე დატვირთვას;

დ) კონტეინერი უნდა დამზადდეს მაღალი მდგრადობის ალუმინის ფურცლებისგან, სპეციალური პრესის მეშვეობით და მისი კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს მანიპულაციის/დაზიანების გარეშე მის შიდა სივრცეში მოხვედრის შესაძლებლობას;

ე) კონტეინერის კუთხეები და გვერდითა ზედაპირები უნდა იყოს მომრგვალებული. სახურავი უნდა იხსნებოდეს გარე მხრიდან. კონტეინერის შიდა ზედაპირები უნდა იყოს პოლირებული, რათა მასში ფულის ჩაწყობისა და ამოლაგების დროს ხახუნსა და წინააღმდეგობას არ ჰქონდეს ადგილი. გამოყენებული მოქლონვის დროს მისი თავის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2.5 მმ-ს, ხოლო სახურავის უსაფრთხო მექანიზმზე 5 მმ-ს;

ვ) კონტეინერის სახურავის ასახდელი მექანიზმი დახურულ მდგომარეობაში დაცული უნდა იყოს მანიპულაციისაგან. სახურავის ახდის კუთხე უნდა შეადგენდეს 100 გრადუსს. კონტეინერის სახურავის გარე კიდე უნდა იყოს მოღუნული და გადაფარვით მთლიანად უნდა ეხურებოდეს კონტეინერის გვერდით ზედაპირებს;

ზ) სახურავის მჭიდროდ დახურვის მიზნით კონტეინერი უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეზინის ჩანართებით. მას უნდა გააჩნდეს ორი გვერდითი და ერთი სახელური წინა მხარეს, რომლებიც ზამბარის დაჭიმულობის მეშვეობით მიბჯენილი იქნება კონტეინერის კედლებზე, თითოეული მათგანი უნდა უძლებდეს 35 კილოგრამამდე წონას;

თ) კონტეინერს გვერდითა ზედაპირებზე ერთ ზოლად უნდა ჰქონდეს მცირე ზომის საჰაერო ნახვრეტები. წინა მხარეს უნდა გააჩნდეს 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ისეთი ფორმის მყარი საკეტი, რომლებიც ზამბარის მეშვეობით უზრუნველყოფენ სახურავის ავტომატურ დაკეტვას. საკეტს უნდა ჰქონდეს ლუქის ჩამოსაკიდი 8 მმ დიამეტრის ნახვრეტი;

ი) კონტეინერს წინა გვერდით ნაწილზე უნდა ჰქონდეს 165X60 მმ ზომის ეტიკეტის ჩასადები, დარტყმაგამძლე მასალისაგან დამზადებული, გამჭვირვალე ჯიბე. აღნიშნული ჯიბის ზედა ნაწილი კონტეინერის სახურავის დახურვისას უნდა დაიფაროს ნაწილობრივ, ისე რომ შეუძლებელი იყოს ეტიკეტის ამოღება/ჩადება. ამ შემთხვევაში მისი ზომა უნდა იყოს 130X60 მმ;

კ) კონტეინერის წინა მხარეს, სახელურის ქვევით მითითებული უნდა იყოს არანაკლებ 20 მმ სიმაღლის ნომერი, რომლის პირველი ორი სიმბოლო ბანკის ორნიშნა კოდია, ხოლო დანარჩენი ციფრები ასახავს კონტეინერის რიგით ნომერს;

ლ) კონტეინერი უნდა გადიოდეს შემდეგი ტიპის გამოცდებს: კონტეინერის სახურავი, ძირი და ყველა გვერდი უნდა უძლებდეს 1 მეტრი სიმაღლიდან ფოლადის 32 მმ დიამეტრის და 7 კილოგრამის წონის ცილინდრის დაცემას, კონტეინერის 2.5 მეტრი სიმაღლიდან 35-კილოგრამიანი შიგთავსით ვარდნის შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს საკეტებისა და ლუქების მთლიანობა.

3. დიდი ზომის კონტეინერის კონსტრუქცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

)  კონტეინერი უნდა დამზადდეს მაღალი მდგრადობის ალუმინის ფურცლებისაგან, სპეციალური პრესის მეშვეობით და მისი კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს მანიპულაციის/დაზიანების გარეშე მის შიდა სივრცეში მოხვედრის შესაძლებლობას;

) კონტეინერს უნდა გააჩნდეს მყარი საკეტი. საკეტს უნდა ჰქონდეს ლუქის სამაგრის არანაკლებ 8 მმ დიამეტრის ნახვრეტი. კონტეინერის გახსნა შეუძლებელი უნდა იყოს ლუქის დაზიანების გარეშე;

) კონტეინერს უნდა ჰქონდეს 165X60 მმ ზომის ეტიკეტის ჩასადები, დარტყმაგამძლე მასალისაგან დამზადებული, გამჭვირვალე ჯიბე. ჯიბიდან ეტიკეტის ამოღება/ჩადება შეუძლებელი უნდა იყოს ლუქის დაზიანების გარეშე.

4. სტანდარტულ კონტეინერებში ნაღდი ფულის განთავსება ხორციელდება ვალუტების, ბანკნოტების/მონეტების, ნომინალების და მოდიფიკაციის (მხოლოდ ბანკნოტების შემთხვევაში) მიხედვით, ხოლო დიდი ზომის კონტეინერებში, ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა ნომინალის ერთდროულად განთავსება, რომელსაც თან უნდა ერთოდეს თითოეული ნომინალის შესაბამისი ეტიკეტი. ეროვნულ ბანკში ბანკიდან ნაღდი ფულის მიღებისას კონტეინერებში შესაძლებელია განთავსებული იყოს როგორც სრული, ისე არასრული კონები/პაკეტები, ხოლო ეროვნული ბანკიდან ბანკზე ნაღდი ფულის გაცემისას კონტეინერებში განთავსებული უნდა იყოს სრული კონები/პაკეტები.

5. სტანდარტულ კონტეინერებში განთავსებული ბანკნოტების  რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 12 კონას, ხოლო დიდი ზომის კონტეინერებში – 300 კონას.

6. სტანდარტულ კონტეინერებში განთავსებული მონეტების პაკეტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: 5 თეთრი 14 პაკეტს, 10 თეთრი 11 პაკეტს, 20 თეთრი 8 პაკეტს, 50 თეთრი 8 პაკეტს, 1 ლარი 8 პაკეტს, 2 ლარი 8 პაკეტს და 10 ლარი 6 პაკეტს, ხოლო დიდი ზომის კონტეინერებში განთავსებული მონეტების პაკეტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ცალს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა