დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მეთოდოლოგიისა და ანაზღაურების წესის, ასევე შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდოლოგიის დანერგვის ადმინისტრირებისთვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 30 აპრილის N9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017208 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მეთოდოლოგიისა და ანაზღაურების წესის, ასევე შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდოლოგიის დანერგვის ადმინისტრირებისთვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 30 აპრილის №9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მეთოდოლოგიისა და ანაზღაურების წესის, ასევე შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდოლოგიის დანერგვის ადმინისტრირებისთვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 30 აპრილის №9/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 30/04/2025; 470230000.22.035.017170) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მეთოდოლოგიისა და ანაზღაურების წესის, ასევე შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდოლოგიის დანერგვის ადმინისტრირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა და ეტაპები) მე-4 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) 2026 წლის პირველი მაისიდან, დადებითი შეფასების მქონე დაწესებულებების დაფინანსების განახლებულ მოდელში ჩართვა.“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) 2027 წლის პირველი მარტიდან დადებითი შეფასების მქონე დაწესებულებების დაფინანსების განახლებულ მოდელში ჩართვა.“; გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 2028 წლის პირველი მარტიდან „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლების ჩართვა.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის („შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდოლოგია“): ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების ინდიკატორები: ცხრილი №1
ცხრილი №2
.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამავე დანართის მე-2 პუნქტის ცხრილი №2-ით გათვალისწინებული პირობების შესრულება გავრცელდეს დანართი №1-ის მე-4 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებზე 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამედიცინო დაწესებულებების მიერ ინდიკატორების სამიზნეებთან შესაბამისობის ანალიზსა და ვერიფიკაციას უზრუნველყოფს განმახორციელებელი, მიმწოდებლების მიერ პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრალური საინფორმაციო სისტემის, ასევე სხვა შესაბამისი საინფორმაციო სისტემების („სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებით განსაზღვრული საინფორმაციო სისტემები) და/ან სამინისტროს მიერ შემუშავებული ანგარიშგების ფორმის შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კალენდარული წლის დასრულებიდან 6 თვის (იანვარი-ივნისი) განმავლობაში.“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის პირველი მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები