დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკციების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 3 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| მიღების თარიღი | 29/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 176, 29/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.000.39.036.009.764 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.009.764
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №63
2006 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 3 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,, გ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 3 აგვისტოს №11 ბრძანების (სსმ III, 2006 წ., №104, მუხ. 1404) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,3. დამტკიცდეს პროკურატურის მუშაკის (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა) ქვეყნის ფარგლებში მივლინებისას სამივლინებო ფურცლის ფორმა (დანართი 3).
ბ) ,,4. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების მუშაკთა ქვეყნის ფარგლებში მივლინებისას სამივლინებო ფურცლის ფორმა (დანართი 4)“.
2. ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შვებულებაში (გარდა სასწავლო შვებულებისა) გაშვების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მის ერთ-ერთ მოადგილეზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორზე; ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატუ-რების ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – შესაბამისად, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორებზე.
4. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ გენერალურ პროკურორს (გენერალური პროკურორის მოადგილეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორებს) უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც. აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში, პროკურატურის მუშაკის მიერ დასაბუთებული განცხადების წარმოდგენისას.“
3. შინაგანაწესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:
,,12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორებმა ყოველი წლის 10 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში უნდა წარადგინონ მათ დაქვემდებარებაში მყოფ პროკურატურის მუშაკთა მომავალი წლის შვებულების გრაფიკები.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებულმა პროკურორებმა მათ დაქვემდებარებაში მყოფ პროკურატურის მუშაკთა შვებულებაში გაშვებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში უნდა წარადგინონ შვებულებაში მყოფ პროკურატურის მუშაკთა ნუსხა.“
4. შინაგანაწესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. პროკურატურის მუშაკის შვებულე-ბიდან გამოძახების წესი
1. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია პროკურატურის მუშაკის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, გენერალური პროკურორის (გენერალური პროკურორის მოადგილის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორების) ბრძანებით.
2. შვებულებიდან გამოძახების აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი პროკურატურის მუშაკი მოხსენებითი ბარათით მიმართავს გენერალურ პროკურორს (გენერალური პროკურორის მოადგილეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორებს)“.
5. შინაგანაწესის მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. პროკურატურის მუშაკის მივლინებაში გაშვების უფლება აქვს გენერალურ პროკურორს. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის ზოგიერთი კატეგორიის მუშაკის ქვეყნის ფარგლებში მივლინებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს გენერალური პროკურორის ერთ-ერთ მოადგილეზე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა მივლინებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორზე; ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პრო-კურატურების ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა მივლინებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – შესაბამისად, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორებზე“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი პროკურატურის მუშაკს (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების ზოგიერთი კატეგორიის მუშაკისა) უფორმებს სამივლინებო ფურცელს, რომლის ფორმას ამტკიცებს გენერალური პროკურორი (დანართი №3)“.
6. შინაგანაწესის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
,,4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების ზოგიერთი კატეგორიის მუშაკს ქვეყნის ფარგლებში მივლინებისას სამივლინებო ფურცელს უფორმებს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს კანცელარიის უფროსი, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის ან საოლქო პროკურორის ბრძანების საფუძველზე, რომლის ფორმას ამტკიცებს გენერალური პროკურორი (დანართი №4).
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორები ვალდებულნი არიან მათ დაქვემდებარებაში მყოფ პროკურატურის მუშაკთა მივლინებაში გაშვებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნ-ველყოფის დეპარტამენტში წარადგინონ მივლინებაში მყოფ პროკურატურის მუშაკთა ნუსხა.“.
7. შინაგანაწესის მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. პროკურატურის მუშაკი სამსახურში მიიღება ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია:
ა) პროკურატურის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს გენერალური პროკურორის ერთ-ერთ მოადგილეზე;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების დამხმარე მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორზე;
გ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების დამხმარე მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს, შესაბამისად, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორებზე.“
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორები ვალდებულნი არიან მათ დაქვემდებარებაში მყოფ პროკურატურის დამხმარე მოსამსახურეთა დანიშვნიდან ან გათავისუფლებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფისა და ეკონომიკურ დეპარტამენტებში წარადგინონ შესაბამისი ბრძანების სათანადო წესით დამოწმებული ასლები.“.
8. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3 და დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი 3
საქართველოს პროკურატურის მუშაკის (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების ზოგიერთი კატეგორიის მუშაკისა) ქვეყნის ფარგლებში მივლინებისას სამივლინებო ფურცლის ნიმუში
|
საქართველოს გენერალური პროკურატურა
№
ქ. თბილისი
„––––“ „––––––“ 2 წ.
|
მივლინების ფურცელი
მიეცა --------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, თანამდებობა)
მივლინებულს -
მივლინების ვადა -
საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი |
აღნიშვნები დანიშნულების პუნქტებში გასვლისა და დაბრუნების შესახებ
| მოსვლა .
––––––– ––––––––––––––– 2 წ.
ბ.ა ხელმოწერა: | ჩასვლა .
––––––– ––––––––––––––––––––––––––––– 2 წ.
ბ.ა ხელმოწერა: |
| მოსვლა .
––––––– ––––––––––––––– 2 წ.
ბ.ა ხელმოწერა: | ჩასვლა .
––––––– –––––––––––––––––––––––––––––2 წ.
ბ.ა ხელმოწერა: |
| მოსვლა .
––––––– ––––––––––––– 2 წ.
ბ.ა ხელმოწერა: | ჩასვლა .
––––––– ––––––––––––––––––––––––– 2 წ.
ბ.ა ხელმოწერა: |
| მოსვლა .
––––––– ––––––––––––– 2 წ.
ბ.ა ხელმოწერა: | ჩასვლა .
––––––– ––––––––––––––––––––––––––– 2 წ.
ბ.ა ხელმოწერა: |
,,დანართი №4
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების მუშაკთა ქვეყნის ფარგლებში მივლინებისას
სამივლინებო ფურცლის ნიმუში
|
გერბის ადგილი
პროკურატურის შესაბამისი ორგანოს სტრუქტურული დანაყოფის დასახელება
№
ქალაქის დასახელება
„––––“ „––––––“ 2 წ.
| მივლინების ფურცელი
მიეცა ------------------------------------------------------ -------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, თანამდებობა)
მივლინებულს -
მივლინების ვადა -
პროკურატურის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი
|
აღნიშვნები დანიშნულების პუნქტებში გასვლისა და დაბრუნების შესახებ
| მოსვლა .
––––––– ––––––––––––––––––– 2 წ.
ბ.ა ხელმოწერა: მოსვლა .
––––––– ––––––––––––––––––––––– 2 წ.
ბ.ა ხელმოწერა: | ჩასვლა ––––––– ––––––––––– 2 წ. ბ.ა ხელმოწერა: ჩასვლა –––––– ––––––––––––– 2 წ. ბ.ა ხელმოწერა: ჩასვლა ––––––– ––––––––––––2 წ. ბ.ა ხელმოწერა: ჩასვლა ––––––– ––––––––––– 2 წ.
ბ.ა ხელმოწერა: |
| მოსვლა .
––––––– ––––––––––––––––––––– 2 წ. ბ.ა ხელმოწერა: მოსვლა . ––––––– ––––––––––––––––––––– 2 წ. ბ.ა ხელმოწერა: |
|
9. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები