“ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №15 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №15 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 03/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.009.763
  • Word
56
29/12/2006
110.060.000.39.036.009.763
“ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №15 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს გენერალური პროკურორი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

                                                                                      110.060.000.39.036.009.763

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება 56

2006 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის  2006 წლის 18 სექტემბრის №15 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის ,,ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის 36- მუხლის პირ-ველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებსაქართვე-ლოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექ-ტემბრის 15 ბრძანებით (სსმ III, 2006 ., 128, მუხ. 1697) დამტკიცებული დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საოლქო პროკურატურას აქვს ანგარიში ხაზინაში, ხარჯთანუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ქვემო ქართლის საოლქო პრო-კურატურის დასახელებით.“.

2. მე-4 მუხლის:

) მე-4 პუნქტის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს საოლქო პროკურატურისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების დამხმარე მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების, ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შვებულებაში გაშვების (გარდა სასწავლო შვებულებისა) და ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების საკითხებზე; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ასევე სხვა ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მისადმი დაქვემდებარებული პროკურატურების მუშაკთათვის;“;

) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქვეპუნქტი:

,,) უზრუნველყოფს ქვემო ქართლის საოლქო პრო-კურატურისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა განკარგვას საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინის მკაცრი დაცვით და ხარჯთანუსხით გათვალისწინებულ ასიგ-ნებათა ფარგლებში ხელს აწერს საგადასახადო დავალებებს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                              ზ. ადეიშვილი