,,კასპის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016580
8
14/04/2026
ვებგვერდი, 15/04/2026
190040000.35.149.016580
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №8

2026 წლის 14 აპრილი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„კასპის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/12/2025; 190040000.35.149.016570) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის  1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უარი ან დაფინანსების ფურცელი (გარდა სამედიცინო საშუალებებისა და ტარგეტული თერაპიის გლივეკით) სახელმწიფო პროგრამით ან სადაზღვევო კომპანიიდან  დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია, იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში“.

ბ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. სიმსივნით დაავადებულ პირთა კონსულტაცია (ერთი), კვლევები, მანიპულაციები და პროცედურები

„1. ამ მუხლით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად კვლევებისთვის, მანიპულაციებისთვის და პროცედურებისთვის: 500-ლარამდე სრულად, ხოლო 501-ლარიდან 70% თანადაფინანსებით,  არაუმეტეს 800 ლარისა.

2. ამ მუხლით დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ექიმთან მიმართვიდან სამი თვის ვადით);

ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ონკოლოგიურ პაციენტს ამ მუხლით გათვალისწინებული კვლევები დაუფინანსდება მოთხოვნილი თანხის 70% თანადაფინანსებით არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო  საპენსიო ასაკის პირის შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფიის დაფინანსებაზე საჭიროა უარი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან კერძო სადაზღვევო კომპანიიდან, გარდა მე-2 პუნქტით სარგებლობისას“ .

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უარი (გარდა კორონაროგრაფიისა, ანგიოგრაფიისა) ან დაფინანსების ფურცელი სახელმწიფო პროგრამით ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის  24-ე მუხლის მე-7 პუნქტში  შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლით დახმარების მიმღები ვერ ისაგებლებს 26-ე მუხლით გათვალისწინებული დახმარებით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი