„კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 176, 29/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 11/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.009.761
  • Word
58
29/12/2006
სსმ, 176, 29/12/2006
110.060.000.39.036.009.761
„კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
სხვა ადმინისტრაციული ორგანო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.009.761

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება 58

2006 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №128, მუხ. 1700) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საოლქო პროკურატურას აქვს ანგარიში ხაზინაში, ხარჯთანუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და კახეთის საოლქო პროკურატურის დასახელებით.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს საოლქო პროკურატურისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების დამხმარე მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების, ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შვებულებაში გაშვების (გარდა სასწავლო შვებულებისა) და ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების საკითხებზე; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ასევე სხვა ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მისადმი დაქვემდებარებული პროკურატურების მუშაკთათვის;“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) უზრუნველყოფს კახეთის საოლქო პროკურატურისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა განკარგვას საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინის მკაცრი დაცვით და ხარჯთანუსხით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში ხელს აწერს საგადასახადო დავალებებს.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი