„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016868
17
14/04/2026
ვებგვერდი, 15/04/2026
010250050.35.148.016868
„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2026 წლის 14 აპრილი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2025, 010250050.35.148.016849) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) და სმენადაქვეითებული ( ყრუ ICD H-90.6; H-91.9) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სმენადაქვეითებულ (ყრუ ICD H-90.6; H-91.9) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ყრუს შემთხვევაში – ექიმი სპეციალისტის მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემარლენ ნადირაძე