ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 440050000.22.022.018834
55/ნ
16/04/2026
ვებგვერდი, 17/04/2026
440050000.22.022.018834
ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №55/ნ

2026 წლის 16 აპრილი

ქ.თბილისი

 

ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილევან ღირსიაშვილი




 

დანართი

ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) დებულება (შემდგომ – დებულება) აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემის, საგრანტო პროექტის (შემდგომ – პროექტი) შეფასებისა და საგრანტო ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგის წესს.

2. სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომში – ფონდი) და ვატიკანის კულტურისა და განათლების დიკასტერია (შემდგომში – დიკასტერია) ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო დაფინანსება (შემდგომში – დაფინანსება) განხორციელდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე;

მუხლი 2. საგრანტო კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზნებია:

ა) ვატიკანის არქივებში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიცირება, კვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, გაციფრულება კვლევის მიზნებიდან გამომდინარე;

ბ) ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისადმი ინტერდისციპლინური და ინოვაციური მიდგომების მხარდაჭერა;

გ) ახალგაზრდა მეცნიერების შესაძლებლობების განვითარება ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევების სფეროში;

დ) კვლევის შედეგების პოპულარიზაცია, ქართული ხელნაწერებისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის მასალების ხელმისაწვდომობისა და ხილვადობის გაზრდა, ასევე საერთაშორისო ცნობიერების ამაღლება ეთიკური, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების დაცვით.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის, ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ახალგაზრდა მეცნიერი – საქართველოს მოქალაქე მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირ(ებ)ი მკვლევრებიდან, რომლის აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე დოქტორანტი;

ბ) გრანტის მიმღები – კომისიის შეფასების საფუძველზე კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი და დასაფინანსებლად დამტკიცებული მკვლევარი – ინდივიდუალური პროექტის შემთხვევაში და მკვლევართა ჯგუფი – ჯგუფური პროექტის შემთხვევაში;

გ) ინდივიდუალური პროექტი – პროექტი, რომელშიც მონაწილეობს მხოლოდ ერთი მკვლევარი;

დ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;

ე) უცხოელი კონსულტანტი – პირი, რომელიც კონსულტირებას გაუწევს მკვლევარს ან მკვლევართა ჯგუფს ვატიკანის არქივებში მუშაობის პროცესში ანაზღაურების გარეშე;

ვ) მკვლევარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, ან არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტი;

ზ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;

თ) პროექტი − დაფინანსების მოპოვების მიზნით, ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;

ი) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე პროექტის მკვლევართა ჯგუფიდან, რომელიც ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე;

კ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად კომისიისათვის განსაზღვრული, ამ წესით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;

ლ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის პროგრამული და ფინანსური ანგარიშების მონიტორინგის პროცედურა;

მ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასა და საგრანტო სახსრების ხარჯვას, დასრულების შემდგომ კი წარუდგენს ფონდს პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს;

ნ) მკვლევარ(ებ)ის საგრანტო დაფინანსება – კონკურსში გამარჯვებული ფიზიკური პირის/პირების საგრანტო დაფინანსება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში;

ო) საგრანტო ხელშეკრულება – მკვლევარს/მკვლევართა ჯგუფსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

პ) საბოლოო ანგარიში – საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური პირ(ებ)ის მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს;

ჟ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული თანხა;

რ) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

ს) ჯგუფური პროექტი – პროექტი, რომელშიც მონაწილეობს მკვლევართა ჯგუფი, შედგება არაუმეტეს სამი წევრისგან და ჰყავს მკვლევართა ჯგუფიდან პროექტის ხელმძღვანელი;

ტ) კომისია – საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელ ექსპერტთა ჯგუფი;

უ) თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ფონდთან ერთად აფინანსებს/აფინანსებენ კვლევით პროექტს.

მუხლი 4. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა

1. კონკურსი და მის ფარგლებში გაცემული გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს ფონდი.

2. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები შემდეგ თემატურ მიმართულებებში:

ა) ქართული ხელნაწერების, მათ შორის ქართულ ენასთან დაკავშირებული წერილობითი წყაროების კვლევა;

ბ) ქართული ქრისტიანული მემკვიდრეობის კვლევა და შედარებითი ანალიზი;

გ) საქართველოსთან დაკავშირებული ისტორიული და პოლიტიკური წყაროების კვლევა.

3. კონკურსი დაყოფილია ორ მიმართულებად, რომელთა მიხედვით წარმოდგენილი პროექტები შეფასდება დამოუკიდებლად:

ა) ინდივიდუალური პროექტი;

ბ) ჯგუფური პროექტი.

4. ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიმართულებების გამოცხადების ვადები.

5. ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია შერჩევით გამოცხადდეს საგრანტო კონკურსი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი მიმართულებისთვის.

მუხლი 5. კონკურსის ადმინისტრირება

1. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ წესითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.

2. ფონდი უზრუნველყოფს:

ა) საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას, კონკურსის პროგრამისა და პირობების, პროექტის ფორმების, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას;

ბ) კონკურსის გამოცხადებას;

გ) პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან;

დ) პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების უზრუნველყოფას;

ე) კომისიის შეფასებაზე დაყრდნობით, გამარჯვებული პროექტების დამტკიცებას;

ვ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებასა და დაფინანსებას;

ზ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს.

მუხლი 6. კონკურსში მონაწილეობა და კონკურსის პირობები

1. კონკურსის ფარგლებში ფინანსდება ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები.

2. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა პროექტის წარმდგენს ჰქონდეს ვატიკანის არქივებში მუშაობის წერილობითი ნებართვა ან წარმოადგინოს ნებართვის მიღების პროცესის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

3. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

ა) ინდივიდუალური პროექტის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე მკვლევარს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ჯგუფური პროექტის შემთხვევაში, მკვლევართა ჯგუფს რომელიც შედგება არაუმეტეს სამი წევრისგან. ჯგუფურ პროექტს ჰყავს პროექტის ხელმძღვანელი;

4. აუცილებელია, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე პროექტის წარმდგენ პირ(ებ)ს ჰქონდეთ ვატიკანის არქივებში მუშაობის მოქმედი წერილობითი ნებართვა.

5. კონკურსში მონაწილე მკვლევარს (ინდივიდუალური პროექტის შემთხვევაში) ან მკვლევართა ჯგუფს (ჯგუფური პროექტის შემთხვევაში) შეიძლება ჰყავდეს უცხოელი კონსულტანტი.

6. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს. პროექტის დასრულების შემდგომ 10 კალენდარული დღის განმავლობაში, არგუმენტირებული მომართვის წარმოდგენის შემთხვევაში, ფონდი უფლებამოსილია პროექტის ხანგრძლივობა გააგრძელოს მაქსიმუმ 3 თვის ვადით, დამატებითი დაფინანსების გარეშე.

7. კონკურსის შედეგად შეიძლება დაფინანსდეს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ თემატურ მიმართულებებში წარდგენილი პროექტები.

8. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საგრანტო თანხის ჩარიცხვა ხდება გრანტის მიმღების მიზნობრივ ანგარიშზე.

9. პროექტის ფინანსური ანგარიშსწორების საკითხები რეგულირდება ფონდსა და გრანტის მიმღებ(ებ)ს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით.

10. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის ფარგლებში მოპოვებული ინტელექტუალური საკუთრება რჩება გრანტის მიმღებს საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით.

11. პროექტის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო იურიდიული პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

12. პროექტის მონაწილეებს (მკვლევარის ან/და ხელმძღვანელის სტატუსით) მიმდინარე კონკურსზე შეუძლიათ დაარეგისტრირონ მხოლოდ ერთი, ინდივიდუალური ან ჯგუფური პროექტი.

მუხლი 7. პროექტის ბიუჯეტი

1. პროექტის ბიუჯეტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

ა) მკვლევარის საგრანტო დაფინანსება;

ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:

ბ.ა) ვატიკანში კვლევითი ვიზიტისთვის საჭირო ხარჯებს (მათ შორის, რეგისტრაციის გადასახადი, საცხოვრებელი, ტრანსპორტირების ხარჯები და სხვა);

ბ.ბ) გაციფრულების ხარჯებს;

ბ.გ) პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკის ხარჯების;

ბ.დ) სხვა ხარჯის.

გ) საგამომცემლო ხარჯი;

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანისა და მობილური ტელეფონის შეძენა.

მუხლი 8. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები

1. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კონკურსის ბიუჯეტის განაწილებას ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მიმართულებებში.

2. ინდივიდუალური პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი მაქსიმალური საგრანტო დაფინანსება შეადგენს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო ჯგუფური პროექტისთვის – 60 000 (სამოცი ათასი) ლარს.

3. მკვლევარის საგრანტო დაფინანსება საანგარიშო პერიოდში შეადგენს 6000 (ექვსი ათასი) ლარს, ხოლო იმ მკვლევარ(ებ)ის რომელიც/რომლებიც მიემგზავრება/მიემგზავრებიან ვატიკანის არქივში კვლევითი ვიზიტით, მათი საგრანტო დაფინანსება საანგარიშო პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 4000 (ოთხი ათასი) ლარს.

4. ვატიკანის არქივებში კვლევითი ვიზიტის ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს თვიურად 2500 (ორი ათას ხუთასი) ევროს ექვივალენტს ლარში.

5. კვლევის შედეგად გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამოქვეყნების ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს.

6. პროექტს შეიძლება ჰქონდეს თანადაფინანსება. ამ შემთხვევაში, მკვლევარმა ან მკვლევართა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს თანადაფინანსების არსებობის დამადასტურებელი წერილი.

7. პროექტის ფარგლებში, ვატიკანის არქივებში კვლევითი ვიზიტისთვის ხარჯების დაფინანსება შესაძლებელია მოთხოვნილ იყოს მაქსიმუმ 2 თვის ვადით.

მუხლი 9. კონკურსის ეტაპები

კონკურსის ეტაპებია:

ა) კონკურსის გამოცხადება;

ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;

გ) პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა;

დ) პროექტების შეფასება;

ე) კომისიის შეფასების საფუძველზე, კონკურსის ბიუჯეტის გათვალისწინებით, გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;

ვ) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

მუხლი 10. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში

1. პროექტის წარდგენა ფონდში ხორციელდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დაცვით, რომლის გასვლის შემდეგ პროექტები ფონდში აღარ მიიღება.

2. პროექტი ფონდში წარდგენილი უნდა იქნეს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად.

3. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი:

ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს;

ბ) რომელიც არ შეესაბამება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის ფორმას;

გ) რომელსაც არ ერთვის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პროექტზე დასართავი დოკუმენტაცია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება წარდგენილი ფონდში;

დ) რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას.

მუხლი 11. პროექტების შეფასება

1. ფონდი უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.

2. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს კომისიას და ადგენს მისი მუშაობის წესს.

3. კომისიის შემადგენლობაში შესაძლებელია იყოს წარმომადგენელი დიკასტერიიდან.

4. კომისია პროექტებს აფასებს ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

5. კომისია აფასებს კონკურსში მონაწილე პროექტებს, ადგენს რანჟირებულ სიას/სიებს, გამოავლენს გამარჯვებულებს ამ დებულებით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს.

6. კომისიის შეფასებაზე დაყრდნობით, ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს გამარჯვებულ პროექტებს.

7. კომისია პროექტებს აფასებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე.

8. კომისიის ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.

მუხლი 12. პროექტის შეფასების კრიტერიუმები

1. პროექტებს აფასებს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.

2. შეფასების დროს კომისია ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

კრიტერიუმები და განმარტებები

შეფასება კრიტერიუმის მიხედვით

  1. პროექტის იდეა
  • პროექტის იდეის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან;
  • ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, ხელმისაწვდომობის ან/და ინტერპრეტაციის ხელშეწყობა;
  • პროექტის ისტორიული, კულტურული ან სამეცნიერო მნიშვნელობა;
  • პროექტის ინტერდისციპლინურობა ან/და ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენება.

მინიმუმ 1

მაქსიმუმ 5 ქულა

  1. პროექტის წარმდგენი მკვლევარის/მკვლევართა ჯგუფის კვალიფიკაცია
  • პროექტის წარმდგენი პირ(ებ)ის შესაბამისი აკადემიური და პროფესიული კომპეტენციები;
  • კვლევითი გამოცდილება და პროდუქტიულობა;
  • პროექტის მიზნების განხორციელებისათვის პასუხისმგებლობების განაწილება კომპეტენციების გათვალისწინებით.

 

მინიმუმ 1

მაქსიმუმ 5 ქულა

  1. პროექტის განხორციელებადობა
  • პროექტის მეთოდოლოგია და მისი შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან;
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკისა და პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტით დასახული მიზნების განხორციელებისთვის.

მინიმუმ 1

მაქსიმუმ 5 ქულა

  1. პროექტის მოსალოდნელი შედეგები და გავლენა
  • მოსალოდნელი სამეცნიერო, კულტურულ ან/და ტექნიკური შედეგები (მაგ., პუბლიკაცია, ციფრული რესურსები, კატალოგები, გამოცემა და სხვა);
  • ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით კვლევის წინსვლაში, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა ან/და არქივის მასალების ხელმისაწვდომობის ზრდაში შეტანილი წვლილი;
  • კვლევის შედეგების პოპულარიზაციის მკაფიო და რეალისტური გეგმა, ღია წვდომის პრინციპების გათვალისწინებით (სადაც ეს შესაძლებელია).

მინიმუმ 1

მაქსიმუმ 5 ქულა

ჯამური ქულა

მინიმუმ 4

მაქსიმუმ 20 ქულა

3. თითოეული კრიტერიუმი ფასდება 5 ქულიანი სისტემით (1-5), ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 20 ქულა. კრიტერიუმებში ქულებით შეფასება განიმარტება შემდეგნაირად:

ქულა

შეფასება

განმარტება

5

საუკეთესო

გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე პროექტი, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს კრიტერიუმს.

4

ძალიან კარგი

პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. არის ორიგინალური და აქვს მაღალი პოტენციალი, თუმცა შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა.

3

კარგი

პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება.

2

დამაკმაყოფილებელი

პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ დასაბუთება არადამაკმაყოფილებელია, აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები.

1

სუსტი

პროექტი არაადეკვატურად პასუხობს კრიტერიუმს, შეინიშნება არსებითი სუსტი მხარეები, გართულებულია პროექტის შეფასება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.

4. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 12 ან მეტი ქულა.

5. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, მეორე და მესამე კრიტერიუმში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.

მუხლი 13. ინტერესთა კონფლიქტი

1. ექსპერტი არ შეიძლება იყოს პირი:

ა) რომელიც არის კონკურსის მონაწილე;

ბ) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია კონკურსში მონაწილე მკვლევრებთან ან მონაწილეობს მათთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;

გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში;

დ) რომელიც არის პროექტის წარმდგენი პირის კვლევის/შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი;

ე) რომელიც არის პროექტის წარმდგენი მკვლევარის ნათესავი, ნათესავად ჩაითვლება:

ე.ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ე.ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ე.გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

ე.დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.

3. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.

მუხლი 14. ინტელექტუალური საკუთრება და არქივის მასალების გამოყენება

1. გრანტის მიმღების მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილ სამეცნიერო ნაშრომებზე, პუბლიკაციებზე, კვლევით შედეგებსა და სხვა ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის გრანტის მიმღებს, ავტორობის სრულად შენარჩუნებით.

2. გრანტის მიმღები ვალდებულია, პროექტის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოებების გამოყენების, გამოქვეყნების, გავრცელების ან მესამე პირისათვის გადაცემისას დაიცვას ვატიკანის არქივებისა და სხვა შესაბამისი ინსტიტუციების მიერ დაწესებული ეთიკური, სამართლებრივი და ინსტიტუციური მოთხოვნები, მათ შორის, მოქმედი ნებართვები, ლიცენზიები და გამოყენების პირობები.

3. გრანტის მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემა მესამე პირისთვის ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

4. გრანტის მიმღები ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი და გამოყენებული ყველა მასალა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო პრაქტიკას და ვატიკანის არქივების შიდა რეგულაციებს.

5. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების თანხმობის გარეშე, არაექსკლუზიურად გამოიყენოს პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები, არაკომერციული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პოპულარიზაციის მიზნებისთვის, ავტორ(ებ)ის მითითებითა და მოქმედი სამართლებრივი და ინსტიტუციური შეზღუდვების დაცვით.

მუხლი 15. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი

1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და პროექტის დასრულების შემდგომ ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების პროგრამულ და ფინანსურ მონიტორინგს.

2. ფინანსური მონიტორინგის დროს ფონდი:

ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ხარჯების საგრანტო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის შემოწმებას ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;

ბ) ეყრდნობა მკვლევარის/მკვლევართა ჯგუფის მიერ წარდგენილი კვლევითი გრანტის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს დედნის, ფოტოასლების, ან ელექტრონული (დასკანირებული) სახით.

3. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:

ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის (მუხლის) ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას. ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის შიგნით, ქვეკატეგორიებს შორის თანხების გადანაწილების ცვლილება არ საჭიროებს ფონდთან შეთანხმებას, თუ აღნიშნული ცვლილება არ ითვალისწინებს ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის მთლიანი ოდენობის გაზრდას, არ გულისხმობს ახალი ქვეკატეგორიის დამატებას და არ ეხება პროექტში ჩართული მკვლევრების საგრანტო დაფინანსებას; ამასთნ, პროექტის ბიუჯეტის დასაბუთებაში მითითებული ჩანაწერებისაგან განსხვავებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, ფონდი უფლებამოსილია გრანტის მიმღებს მოსთხოვოს დამატებითი დასაბუთება გაწეული ხარჯის მიზნობრიობის დასადგენად და მიღებული განმარტებით იხელმძღვანელოს ხარჯის მიზნობრიობის განხილვისას;

ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება შესაბამის ანგარიშზე დაბრუნებას;

გ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდებში.

4. პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის მიზნებისთვის, გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და საგრანტო ხელშეკრულებით.

მუხლი 16. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება

1. პროექტი         ითვლება         დასრულებულად,     თუ      პროექტით გათვალისწინებული აქტივობები შესრულებულია; პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში ფონდში წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში, ფონდის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტი, მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.

2. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებით და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ან/და ანგარიშში წარმოადგინა ყალბი ინფორმაცია.