პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 007
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 14/04/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010100000.58.070.016102
007
14/04/2026
ვებგვერდი, 14/04/2026
010100000.58.070.016102
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №007

2026 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 17 დეკემბრის №1314-IVმს-XIმპ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის მიზნით, თანდართული სახით დამტკიცდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №23 ბრძანება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიგიორგი გაბიტაშვილი



პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხა

   
1. ავსტრალიის თანამეგობრობა

2. ავსტრიის რესპუბლიკა

3. ალბანეთის რესპუბლიკა

4. ანდორის სამთავრო

5. არგენტინის რესპუბლიკა

6. ახალი ზელანდია

7. ბელგიის სამეფო

8. ბოსნია და ჰერცეგოვინა

9. ბულგარეთის რესპუბლიკა

10. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

11. დანიის სამეფო

12. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

13. ესპანეთის სამეფო

14. ესტონეთის რესპუბლიკა

15. იაპონია

16. ირლანდია

17. ისლანდიის რესპუბლიკა

18. ისრაელის სახელმწიფო

19. იტალიის რესპუბლიკა

20. კანადა

21. კვიპროსის რესპუბლიკა

22. ლატვიის რესპუბლიკა

23. ლიეტუვის რესპუბლიკა

24. ლიხტენშტეინის სამთავრო

25. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

26. მალტის რესპუბლიკა

27. მოლდოვას რესპუბლიკა

28. მონაკოს სამთავრო

29. მონტენეგრო

30. ნიდერლანდების სამეფო

31. ნორვეგიის სამეფო

32. პოლონეთის რესპუბლიკა

33. პორტუგალიის რესპუბლიკა

34. რუმინეთი

35. საბერძნეთის რესპუბლიკა

36. საფრანგეთის რესპუბლიკა

37. სერბეთის რესპუბლიკა

38. სლოვაკეთის რესპუბლიკა

39. სლოვენიის რესპუბლიკა

40. უკრაინა

41. უნგრეთი

42. ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკა

43. ფინეთის რესპუბლიკა

44. შვედეთის სამეფო

45. შვეიცარიის კონფედერაცია

46. ჩეხეთის რესპუბლიკა

47. ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა

48. ხორვატიის რესპუბლიკა

49. კორეის რესპუბლიკა