დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №13 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| მიღების თარიღი | 29/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 176, 29/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.000.39.036.009.760 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.39.036.009.760
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება № 62
2006 წლის 29 დეკემბერი
ქ . თბილისი
,, სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის № 13 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -3 მუხლის ,,დ “ ქვეპუნქტის , მე -7 მუხლის მე -6 პუნქტის ,,ო “ ქვეპუნქტის , მე -14 მუხლის მე -4 პუნქტის ,, გ “ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ :
მუხლი 1. ,,სამეგრელო -ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის № 13 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ ., № 128, მუხ . 1695) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება :
1. პირველი მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,4. საოლქო პროკურატურას აქვს ანგარიში ხაზინაში , ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამეგრელო -ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის დასახელებით .“.
2. მე -4 მუხლის :
ა ) მე -4 პუნქტის ,,ნ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,ნ ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს საოლქო პროკურატურისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების დამხმარე მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების , ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შვებულებაში გაშვების (გარდა სასწავლო შვებულებისა ) და ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების საკითხებზე ; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ასევე სხვა ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს , რომელთა შესრულება სავალდებულოა მისადმი დაქ -ვემდებარებული პროკურატურების მუშაკთათვის ;“.
ბ ) მე -4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ “ ქვეპუნქტი :
,,პ ) უზრუნველყოფს სამეგრელო -ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა განკარგვას საფინანსო -საბიუჯეტო დის -ციპლინის მკაცრი დაცვით და ხარჯთანუსხით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში ხელს აწერს საგადასახადო დავალებებს .“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები