დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 11 ნოემბრის №383 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.025703 |
|
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 11 ნოემბრის №383 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 11 ნოემბრის №383 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/11/2024, 010220030.10.003.024778) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − საბჭოს თავმჯდომარე. 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − საბჭოს წევრი. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 7. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 8. საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 9. საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 11. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 12. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 13. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 14. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი. 15. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი − საბჭოს მდივანი.“. 2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები