„სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 310010010.10.003.025701
152
08/04/2026
ვებგვერდი, 14/04/2026
310010010.10.003.025701
„სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №152

2026 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/01/2025, 310010010.10.003.024907) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესში“:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს წესი განსაზღვრავს რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის, სახიფათო ტვირთის კლასიფიკაციისა და შეფუთვის პირობებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობებს, მარკირებისა და საშიშროების ნიშნების განთავსების მოთხოვნებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, უსაფრთხოების ზომებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და დამუშავების პირობებს, ზედამხედველობასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ დებულებებს, სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ სააგენტოსთვის ანგარიშის წარდგენის პირობებს.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მომეტებული საფრთხის ტვირთი – სახიფათო ტვირთი, რომელიც შეიძლება, ბოროტად იქნეს გამოყენებული ტერორისტულ აქტებში და, შესაბამისად, გამოიწვიოს ისეთი მძიმე შედეგები, როგორებიცაა: მრავალრიცხოვანი ადამიანური დანაკარგი, მასობრივი ნგრევა ან, მე-7 კლასის სახიფათო ტვირთების შემთხვევაში, მასობრივი სოციალურ-ეკონომიკური რყევები. მომეტებული საფრთხის ტვირთის ჩამონათვალი, გარდა მე-7 კლასის სახიფათო ტვირთისა, მოცემულია ამ წესის V დანართში;“;

ბ) ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1  ქვეპუნქტი:

„ლ1) დახარისხება − ტვირთის შუალედური დროებითი დასაწყობება/გადატვირთვა სატრანსპორტო საშუალების სახეობის ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების შეცვლის მიზნით, სახიფათო ტვირთის სატრანსპორტო დოკუმენტებით გათვალისწინებული გაგზავნის ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე მსვლელობის გზაზე, იმ პირობით, რომ შუალედური დროებითი დასაწყობების/გადატვირთვის დროს არ ხდება შეფუთვებისა და ცისტერნების გახსნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მოთხოვნილია კომპეტენტური ორგანოების მიერ;“;

გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეები – სახიფათო ტვირთის მტვირთავი, შემფუთავი, შემვსები, კონტეინერ-ცისტერნის/ გადასატანი ცისტერნის ოპერატორი, ვაგონ-ცისტერნის ოპერატორი, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, გადმომტვირთავი და ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი, ასევე ექსპედიტორი და საწყობის ოპერატორი;“;

დ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი − იურიდიული პირი ან მისი ორგანიზაციული/სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია მოძრავი შემადგენლობის მოვლა-შენახვაზე ან/და ტექნიკურ მომსახურებაზე;“;

ე) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ1“ – „ჩ4“ ქვეპუნქტები:

„ჩ1) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი − ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს სააგენტოს მიერ გაცემულ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მოქმედ სერტიფიკატს;

2) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდა (შემდგომში − გამოცდა) − სააგენტოს მიერ ორგანიზებული თეორიული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი მიიღებს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატს;

3) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი (შემდგომში − სერტიფიკატი)სააგენტოს მიერ, გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე, გაცემული სერტიფიკატი;

4) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირი (შემდგომში − სწავლების განმახორციელებელი პირი) − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლება;“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) კომპეტენტური ორგანოების მიერ ან მათი ზედამხედველობის ქვეშ განხორციელებული გადაზიდვის მიმართ, რომელიც საჭიროა საგანგებო ან საავარიო მდგომარეობის საპასუხოდ, კერძოდ, გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება ინციდენტის ან სარკინიგზო შემთხვევის დროს სახიფათო ტვირთის ლოკალიზაციის, შეგროვებისა და მათი უახლოეს უსაფრთხო ადგილას გადატანის მიზნით;“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იმ შემთხვევაში, თუ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს თავს იჩენს ისეთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უსაფრთხოებას, შეძლებისდაგვარად, სწრაფად შეაჩეროს ტვირთის გადაზიდვა მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ტვირთის დაცვის უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინებით. გადაზიდვის ოპერაცია შესაძლებელია, გაგრძელდეს მხოლოდ ტვირთის მოქმედ წესებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვის ოპერაციის მოქმედ წესებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია, გადამზიდველმა დასახმარებლად უნდა მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს;“.

5. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

მუხლი 81. სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ჩართული პერსონალი

1. სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ჩართული პერსონალი (შემდგომში − პერსონალი) შედგება პირველი, მე-2 და მე-3 კატეგორიის შემდეგი პერსონალისგან:

ა) პირველი კატეგორიის პერსონალი − საოპერაციო პერსონალი, რომელიც პირდაპირ ჩართულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში: მემანქანეები, მატარებლის შემდგენლები ან ტოლფასი ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალი;

ბ) მე-2 კატეგორიის პერსონალი − სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული ვაგონების ტექნიკურ კონტროლზე პასუხისმგებელი პერსონალი: მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი ან ტოლფასი ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალი;

გ) მე-3 კატეგორიის პერსონალიპერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია მატარებლის შედგენაზე, ვაგონების დახარისხებაზე, მოძრაობის მართვასა და კონტროლზე, ასევე, ინფრასტრუქტურის მენეჯერის ადმინისტრაციის პერსონალი: დისპეტჩერები, სადგურის მორიგეები, მეისრეები, ბლოკ-საგუშაგოს მორიგეები ან ტოლფასი ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალი.

2. იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მასთან დასაქმებულ პერსონალს, მათი ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად, გავლილი ჰქონდეს ამ წესით, RID-ითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესახებ სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომზადება/გადამზადება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პერსონალის მომზადება/გადამზადება უნდა განხორციელდეს RID-ის 1.3 თავის მიხედვით, შესაბამისი პასუხისმგებლობების დაკისრებამდე. აღნიშნული მომზადება/ გადამზადება ასევე უნდა მოიცავდეს RID-ის 1.10 თავით გათვალისწინებული მომზადების/გადამზადების მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ აქვს გავლილი მომზადება/გადამზადება, ის ვალდებულია, განახორციელოს         ფუნქცია-მოვალეობები მხოლოდ შესაბამისად მომზადებული/ გადამზადებული პირის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.

4. იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, აწარმოონ შესაბამისი ჩანაწერები (ისტორია) პერსონალის მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებით.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ცისტერნასა და მის აღჭურვილობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელ პირს.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს, რომ ცისტერნებისა და მათი აღჭურვილობის მოვლა-შენახვა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ ნორმალური ოპერირების პირობებში ვაგონი-ცისტერნა აკმაყოფილებდეს RID-ის მოთხოვნებს;

ბ) აღრიცხოს ცისტერნებისა და მათი აღჭურვილობის მოვლა-პატრონობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები.“.

7.  III თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

თავი III1

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი

მუხლი 91. ზოგადი დებულებები

1. სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის უზრუნველსაყოფად, იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა მოიცავს სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას ან/და სახიფათო ტვირთის შეფუთვას, დატვირთვას, გადმოტვირთვას ან/და დახარისხებას, ვალდებულია, ჰყავდეს ერთი ან ერთზე მეტი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი (შემდგომში − სპეციალისტი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება:

ა) სარკინიგზო საწარმოზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას;

ბ) ტვირთგამგზავნზე, თუ იგი წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზით გადაზიდვის მიზნით, გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, გადამზიდველს გადასცემს სახიფათო ტვირთს;

გ) იურიდიულ პირზე, თუ იგი წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც მომსახურების გაწევის ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ტვირთგამგზავნისთვის ახორციელებს ქვემოთ ჩამოთვლილ ოპერაციებს:

გ.ა) სახიფათო ტვირთის შეფუთვას რკინიგზით გადაზიდვამდე ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობით;

გ.ბ) სახიფათო ტვირთის დატვირთვას ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მნიშვნელობებით;

დ) ტვირთმიმღებზე, თუ იგი წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთის გადმოტვირთვას ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობით;

ე) იურიდიულ პირზე, თუ იგი წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც მომსახურების გაწევის ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ტვირთმიმღებისთვის ახორციელებს სახიფათო ტვირთის გადმოტვირთვას ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობით;

ვ) იურიდიულ პირზე, თუ იგი წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთის დახარისხებას ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობით.

3. სპეციალისტის რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იურიდიული პირის მიერ, მისი საქმიანობის მასშტაბისა და გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით, ისე რომ  შესაძლებელი იყოს სპეციალისტის მიერ საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების ეფექტიანად განხორციელება და უზრუნველყოფილი იყოს სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული ოპერაციების უსაფრთხოება.

4. სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით და ამ ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად იურიდიული პირის მიერ  უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჭირო ინფორმაციის, დამხმარე მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაზიარება/მიწოდება.

5. იურიდიულმა პირმა სააგენტოს უნდა აცნობოს სპეციალისტის ვინაობის შესახებ მისი განსაზღვრიდან 30 დღის ვადაში.

მუხლი 92. გამონაკლისები

ამ წესის 91 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება:

ა) ტვირთგამგზავნზე, იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის 91 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციები ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა იურიდიული პირის მიერ, რომელსაც ჰყავს სპეციალისტი;

ბ) იურიდიულ პირზე, რომელიც ტვირთგამგზავნისათვის ახორციელებს ამ წესის 91 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით ან/და „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოპერაციებს, იმ შემთხვევაში, თუ ტვირთგამგზავნი წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელსაც ჰყავს სპეციალისტი;

გ) იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობაშიც შედის სახიფათო ტვირთების გადაზიდვა საქართველოს თავდაცვის ძალების მფლობელობაში არსებული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით ან როდესაც გადასაზიდ სახიფათო ტვირთზე პასუხისმგებლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს ეკისრება;

დ) იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობა მოიცავს სახიფათო ტვირთების გადაზიდვას იმ ოდენობებით, რომლებიც თითოეულ ვაგონზე არ აღემატება RID-ის 1.1.3.6 ქვეპუნქტით, 3.3, 3.4, 3.5 თავებითა და ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ნებადართულ ოდენობებს.

მუხლი 93. სერტიფიკატის მიღების პირობები

1. სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებად პირმა სწავლება უნდა გაიაროს სააგენტოს მიერ აღიარებულ სწავლების განმახორციელებელ პირთან და წარმატებით ჩააბაროს გამოცდა სააგენტოში.

2. სერტიფიკატი მოქმედია მისი გაცემიდან 5 წლის განმავლობაში. სერტიფიკატის ვადის 5 წლით გაგრძელების მიზნით, სპეციალისტი უფლებამოსილია, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში განცხადებით მიმართოს სააგენტოს გამოცდის ჩაბარების მოთხოვნით. სპეციალისტის მიერ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სერტიფიკატის მოქმედების მომდევნო 5 წლის ვადის ათვლა იწყება წინა სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის დღიდან.

3. თუ სპეციალისტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ მიმართავს სააგენტოს გამოცდის ჩაბარების მოთხოვნით ან ვერ გადალახავს გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილ მინიმალურ ბარიერს და ამოიწურება მისი სერტიფიკატის მოქმედების ვადა, პირმა უნდა გაიაროს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სწავლების კურსი და ჩააბაროს გამოცდა სააგენტოში.

4. სააგენტო აწარმოებს სპეციალისტთა რეესტრს და მათ საკონტაქტო ინფორმაციას (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სერტიფიკატის მოქმედების ვადა) აქვეყნებს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. სპეციალისტის სწავლების, გამოცდის ჩატარების, სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მისი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები და სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტებით.

6.  სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

7. სააგენტოს მიერ აღიარებული სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონე პირის ინსპექტირების განხორციელების წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

მუხლი 94. სპეციალისტის ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები

1. სპეციალისტის ძირითადი ფუნქციებია, იურიდიული პირის პასუხისმგებლობის ქვეშ, გამოიყენოს ყველა სათანადო საშუალება და განახორციელოს შესაბამისი ქმედებები სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის უზრუნველსაყოფად, ამ წესის, RID-ისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

2. იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალისტი ვალდებულია:

ა) განახორციელოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით ამ წესის, RID-ისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

ბ) იურიდიულ პირს მიაწოდოს სათანადო მითითებები სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით;

გ) იურიდიული პირისთვის მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ. წლიური ანგარიში ინახება 5 წლის განმავლობაში და წარედგინებათ სააგენტოს და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მოთხოვნისთანავე. აღნიშნული ანგარიში უნდა მომზადდეს ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან 60 დღის ვადაში, ამ წესის XII დანართის შესაბამისად;

დ) იმ შემთხვევაში, თუ სარკინიგზო შემთხვევა ან ინციდენტი გავლენას ახდენს ადამიანზე, ქონებაზე ან გარემოზე, ან იწვევს ქონების ან გარემოს დაზიანებას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, შეფუთვის, დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს სპეციალისტი ვალდებულია, ყველა შესაბამისი ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, მოამზადოს შემთხვევის ანგარიში იურიდიული პირისთვის, სააგენტოსა და სხვა უფლებამოსილი ორგანოსთვის. აღნიშნული ანგარიში არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს ამ წესის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის ვალდებულებისგან.

3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, სპეციალისტი ვალდებულია, განახორციელოს იურიდიული პირის საქმიანობის ფარგლებში არსებული პრაქტიკისა და დადგენილი პროცედურების მონიტორინგი:

ა) გადასაზიდი სახიფათო ტვირთის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცედურებზე;

ბ) იურიდიული პირის მიერ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების შეძენისას სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებაზე;

გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვებთან, შეფუთვასთან, დატვირთვასთან ან გადმოტვირთვასთან დაკავშირებით გამოსაყენებელი აღჭურვილობის შემოწმების პროცედურებზე;

დ) იურიდიული პირის პერსონალის სათანადო გადამზადების/ მომზადების, მათ შორის, ამ წესში, RID-სა და საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფისა და აღნიშნულ გადამზადებასთან/მომზადებასთან დაკავშირებით შესაბამისი ჩანაწერების (ისტორიის) წარმოების პროცედურებზე;

ე) სათანადო, გადაუდებელი ღონისძიებების (პროცედურების) უზრუნველყოფაზე ნებისმიერი სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის დადგომის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს უსაფრთხოებაზე სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, შეფუთვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის დროს;

ვ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, შეფუთვის, დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს მომხდარი სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების, სარკინიგზო შემთხვევების, ინციდენტების ან საქმიანობის პროცესში გამოვლენილი დარღვევების მოკვლევასა და, სათანადო შემთხვევაში, ანგარიშების მომზადებაზე;

ზ) სარკინიგზო შემთხვევების, ინციდენტების ან დარღვევების განმეორების თავიდან აცილების მიზნით, სათანადო ზომების მიღებაზე;

თ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით ქვეკონტრაქტორების ან მესამე მხარის შერჩევის ან გამოყენების ნაწილში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებაზე;

ი) სახიფათო ტვირთის გაგზავნის, გადაზიდვის, შეფუთვის, დატვირთის ან გადმოტვირთვის პროცესში ჩართული პერსონალის დეტალური სამოქმედო პროცედურებისა და ინსტრუქციებით უზრუნველყოფის გადამოწმების ან შესრულების პროცედურებზე;

კ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის, შეფუთვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის თანმდევი რისკების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე;

ლ) შემოწმების პროცედურების განხორციელებაზე სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე იმ დოკუმენტაციისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის არსებობის უზრუნველსაყოფად, რომლებიც თან უნდა ახლდეს სატრანსპორტო საშუალებას ტრანსპორტირებისას, ასევე, აღნიშნული დოკუმენტებისა და აღჭურვილობის შესაბამისობის უზრუნველყოფაზე ამ წესის, RID-ისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან;

მ) სახიფათო ტვირთის შეფუთვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, შემოწმების პროცედურების განხორციელებაზე;

ნ) ამ წესის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის არსებობაზე.“.

 

8. 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სააგენტო საზედამხედველო პროცესს წარმართავს „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტის შესაბამისად.“.

9. 29-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შემთხვევა, როდესაც შესაბამისი ორგანოების ჩართულობა გახდა აუცილებელი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანოების ჩართულობა ნიშნავს ორგანოების ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირდაპირ ჩართულობას, სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული შემთხვევისგან გამოწვეული საფრთხის გამო, ადამიანების ევაკუაციისას ან საზოგადოებრივი მოძრაობის მარშრუტის (რკინიგზა/რკინიგზასთან ტვირთის მისატანად განკუთვნილი გზა, მათ შორის, საავტომობილო და საქვეითო გზა) დაკეტვისას, სულ მცირე, სამი საათის ხანგრძლივობით.“.

10. დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე მუხლი:

მუხლი 30. გარდამავალი დებულება

ამ წესის 91 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებზე სპეციალისტის განსაზღვრის ვალდებულება არ გავრცელდეს 2027 წლის 1 იანვრამდე.“.

11. დაემატოს თანდართული შინაარსის XII დანართი.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი

 

„დანართი XII

 

 სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის წლიური ანგარიშის ფორმა

საანგარიშო პერიოდი:

 

იურიდიული პირის სახელწოდება:

 

საიდენტიფიკაციო კოდი:

 

სრული საფოსტო მისამართი:

 

ტელეფონის ნომერი:

 

ელექტრონული ფოსტის მისამართი:

 

ვებგვერდი (არსებობის შემთხვევაში)

 

 

სპეციალისტის  მიერ გამოვლენილია თუ არა სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით RID-ისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა?

□  დიახ

დეტალებისთვის იხილეთ ანგარიშის მე-2 პუნქტი.

 არა

 

გადაზიდვის მეთოდი:

შეფუთვებით

 

 ცისტერნებით

ნაყარი ტვირთის სახით

1. ინფორმაცია განხორციელებული სატრანსპორტო ოპერაციის სახეობის, სახიფათო ტვირთის კლასებისა და რაოდენობის შესახებ

კლასი

                                                     გადაზიდვის ოპერაციები

რაოდენობა (ტონა/წლიური)

გაგზავნა

გადაზიდვა

შეფუთვა

დატვირთვა

გადმოტვირთვა

დახარისხება

< 5

5-50

 50-1000

>   

1000

 

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6.1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6.2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მოვალეობები (წესის 94 მუხლის მიხედვით)

 

სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობების ჩამონათვალი

(წესის 94 მუხლის მიხედვით)

დიახ

არა

არ შეესაბამება

1

არსებობს თუ არა პროცედურები გადასაზიდი სახიფათო ტვირთის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად?

კომენტარი:

2

იურიდიული პირის მიერ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების შეძენისას ხორციელდება თუ არა სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინება?

კომენტარი:

3

არსებობს თუ არა პროცედურები სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, შეფუთვის, დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს გამოყენებული აღჭურვილობის შემოწმების მიზნით?

კომენტარი:

4

არის თუ არა იურიდიული პირის პერსონალი სათანადოდ გადამზადებული/მომზადებული და ინახება თუ არა აღნიშნულ გადამზადებასთან/მომზადებასთან დაკავშირებით შესაბამისი ჩანაწერები?

კომენტარი:

 

5

არსებობს თუ არა სათანადო პროცედურები ნებისმიერი სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის დადგომის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს უსაფრთხოებაზე სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, შეფუთვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის დროს?

კომენტარი:

6

მიმდინარეობს თუ არა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, შეფუთვის, დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს მომხდარი სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების, სარკინიგზო შემთხვევების,  ინციდენტების ან საქმიანობის პროცესში გამოვლენილი დარღვევების მოკვლევა და, სათანადო შემთხვევაში, მზადდება თუ არა ანგარიშები?

კომენტარი:

7

არსებობს თუ არა სათანადო ზომები სარკინიგზო შემთხვევების, ინციდენტების ან დარღვევების განმეორების თავიდან აცილების მიზნით?

კომენტარი:

8

გათვალისწინებულია თუ არა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით ქვეკონტრაქტორების ან მესამე მხარის შერჩევის ან გამოყენების ნაწილში?

კომენტარი:

9

აქვს თუ არა სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში, შეფუთვაში, დატვირთვაში ან გადმოტვირთვაში ჩართულ პერსონალს დეტალური ოპერაციული პროცედურები და ინსტრუქციები?

კომენტარი:

 

10

დაინერგა თუ არა ღონისძიებები სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, შეფუთვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის თანმდევი რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით?

კომენტარი:

11

დანერგილია თუ არა პროცედურები სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაზე გადაზიდვისას თანმხლები დოკუმენტებისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის არსებობისა და ასეთი დოკუმენტებისა და აღჭურვილობის ამ წესის, RID-ის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად?

კომენტარი:

12

დანერგილია თუ არა შემოწმების პროცედურები, სახიფათო ტვირთის შეფუთვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის მოქმედ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად?

კომენტარი:

13

არსებობს თუ არა 2025 წლის 22 იანვრის საქართველოს მთავრობის №17 დადგენილებით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის   25-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა?

კომენტარი:

სხვა კომენტარები:

 

ანგარიში მომზადებულია:

სპეციალისტის სახელი და გვარი

სერტიფიკატის ნომერი

სპეციალისტის ხელმოწერა

ანგარიშის მომზადების თარიღი

 

 

 

 

 

 

იურიდიული პირის ხელმძღვანელის ხელმოწერა.“.