დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 150 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300350000.10.003.025699 |
|
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/12/2022, 300350000.10.003.023767) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების“ მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 12. პროექტის ვადა და ვადის ცვლილება 1. შესაბამისი ხელშეკრულებებით სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და მშენებლობისთვის განსაზღვრული საერთო ვადა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს: ა) ჰიდროელექტროსადგურებისთვის − 5 (ხუთი) წელს; ბ) ქარის ელექტროსადგურებისთვის − 4 (ოთხი) წელს; გ) მზის ელექტროსადგურებისთვის − 3 (სამი) წელს; დ) სხვა განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის − 5 (ხუთი) წელს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადებში არ გაითვალისწინება ის პერიოდი, როდესაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც საჭიროა სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განსახილველად, მშენებლობის ფაზაზე გადასვლის შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული ვადა შესაძლოა, გაგრძელდეს საქართველოს მთავრობის სათანადო სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუ სამინისტროს წარედგინება: ა) სს − საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წერილი შესაბამისი ელექტროსადგურის ქსელში ინტეგრაციის შეუძლებლობის შესახებ; ან/და ბ) შესაბამისი უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ სათანადო ფორმით გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურებულ იქნება დაუძლეველი ძალის დადგომა და მისი გავლენა შესაბამისი მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები