დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.018832 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693, 12/04/2019) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2): ბ. ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საგანმანათლებლო პროგრამები და კვალიფიკაციები შეესაბამება დეტალური სფეროს სვეტებში კლასიფიცირებულ სწავლის სფეროებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ძირითადი შინაარსი (სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები) შეესაბამება ამ დეტალურ სფეროს და ამ დეტალური სფეროს ხვედრითი წილი (შესაბამისი კრედიტების მოცულობის მიხედვით) 50%-ზე მეტია. არანაკლებ 180 კრედიტის მოცულობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები და კვალიფიკაციები შეესაბამება დეტალური სფეროს სვეტებში კლასიფიცირებულ სწავლის სფეროებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ძირითადი შინაარსი (სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები) შეესაბამება ამ დეტალურ სფეროს და ამ დეტალური სფეროს ხვედრითი წილი (შესაბამისი კრედიტების მოცულობის მიხედვით) შეადგენს არანაკლებ 120 კრედიტს.“; ბ.ბ) მე-3 მუხლით გათვალისწინებული დეტალური სფეროს: ბ.ბ.ა) „მენეჯმენტი და ადმინისტრირება Management and Administration“ (კოდი – 0413) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „0413.3.5 IT პროექტების მართვა IT Project Management“; ბ.ბ.ბ) „მარკეტინგი და რეკლამა Marketing and advertising“ (კოდი – 0414) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „0414.3.1 ციფრული მარკეტინგი Digital Marketing“; ბ.ბ.გ) „მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება Database and Network Design and Administration“ (კოდი – 0612) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „0612.3.6 მონაცემთა ანალიტიკა Data Analytics“; ბ.ბ.დ) „პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარება და ანალიზი Software and Applications Development and Analysis“ (კოდი – 0613) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერები: „0613.3.2 პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება Software Testing 0613.3.3 ხელოვნური ინტელექტის დეველოპმენტი Artificial Intelligence Development“; ბ.გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად; ბ.დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. კლასიფიკატორის შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება 1. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება განისაზღვრება პროგრამის მიზნების შესაბამისად, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს სწავლის სფეროსა და მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელებისაგან. სწავლის სფეროს დასახელება ასევე, არ უკავშირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტეტი, სკოლა, ინსტიტუტი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა სახის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული) დასახელებასა და საქმიანობას. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება ხდება დეტალურ სფეროში არსებული სწავლის სფეროს შინაარსის, ამ სფეროს განვითარების ტენდენციების, ამ სფეროში მისანიჭებელი კვალიფიკაციის თავისებურებებისა და საერთაშორისო დონეზე არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. 3. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია აგებული იყოს შემდეგი პრინციპით: ა) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და თავისუფალი კომპონენტები; ბ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით), დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი)/დამატებითი პროგრამები და თავისუფალი კომპონენტები; გ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი)/დამატებითი პროგრამები. 4. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა (რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს), შესაძლებელია აგებული იყოს შემდეგი პრინციპით: ა) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და თავისუფალი კომპონენტები; ბ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 180 კრედიტის მოცულობით); გ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით), დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი) ან/და თავისუფალი კომპონენტები; დ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და 30-30 კრედიტის მოცულობის არაუმეტეს 2 დამატებითი პროგრამა; 5. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს უნდა ითვალისწინებდეს სასწავლო კომპონენტს და სამეცნიერო-კვლევით/კვლევით კომპონენტს და სრულად შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონით განსაზღვრულ აღმწერებს. პროგრამით გათვალისწინებული უნდა იყოს სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის, დისერტაციის ან შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის შესრულება. 6. მაგისტრატურის არანაკლებ 120-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა აერთიანებს პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის 1-ლი ნაწილი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შესაძლებელია განხორციელდეს სასწავლო-პრაქტიკული შინაარსის მქონე მაგისტრატურის სახით. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 ნაწილი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შესაძლებელია განხორციელდეს კვლევითი მაგისტრატურის სახით. 7. მაგისტრატურის არანაკლებ 120-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი და არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამა შესაძლებელია მოიცავდეს სასწავლო/პრაქტიკულ და საჭიროების შემთხვევაში კვლევით კომპონენტს. 8. მაგისტრატურის არანაკლებ 120-კრედიტიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილი შესაძლებელია მოიცავდეს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტს და უნდა ითვალისწინებდეს სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის ან შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის შესრულებას. 9. არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვისაც. აღნიშნული პროგრამა შესაძლებელია მოიცავდეს სასწავლო/პრაქტიკულ და საჭიროების შემთხვევაში – კვლევით კომპონენტს. 10. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლებელია მხოლოდ იმ დამატებითი პროგრამის/პროგრამების კომბინირება, რომლის შესაბამისი სწავლის სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა დაწესებულებაში უკვე ხორციელდება ავტორიზებულ ან აკრედიტებულ რეჟიმში. 11. თავისუფალი კომპონენტი მოიცავს ზოგადი, ტრანსფერული უნარების განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებულ ან/და ბაკალავრიატის ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებულ სასწავლო კურსს/საგანს/მოდულს, რომლის/რომელთა თავისუფლად არჩევაც შეუძლია სტუდენტს, მისთვის საინტერესო სფეროებში (საკითხებზე) თვალსაწიერის გაფართოების მიზნით. 12. ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები წარმოდგენილი უნდა იყოს სავალდებულო და არჩევითი სახით. დამატებითი პროგრამა და თავისუფალი კომპონენტები ასევე უნდა მოიცავდეს როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით სასწავლო კურსებს/საგნებს/მოდულებს. 13. ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნeს კონცენტრაცია/კონცენტრაციები, რაც გულისხმობს ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსების/საგნების/მოდულების დაჯგუფებას კონკრეტულ თემაზე/საკითხზე ფოკუსირებით. საგანმანათლებლო პროგრამაში კონცენტრაციის არსებობა არ ცვლის ამ პროგრამის სწავლის სფეროს ან/და მისანიჭებელ კვალიფიკაციას. 14. სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს სასწავლო კურსს, სახელოვნებო-შემოქმედებით კომპონენტს, აქტივობას, პროექტს, რომელიც ეფუძნება უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტების შერევით სწავლებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები