დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017708 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 24/10/2023; 140130000.22.034.017412) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადმინისტრაცია (სამმართველო).“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 1. ადმინისტრაციის (სამმართველო) შემადგენლობაშია: ა) საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) ანალიტიკური განყოფილება; გ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის განყოფილება. 2. ადმინისტრაციის (სამმართველო) უფლებამოსილებაა, კომპეტენციის ფარგლებში: ა) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) უზრუნველყოფა, დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო სამმართველოების საქმისწარმოების საერთო კოორდინაცია და კონტროლი, ასევე კორესპონდენციის წარმოება, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი (ვადების მიხედვით); ბ) დეპარტამენტის გერბიანი ბლანკების, ბეჭდების გამოყენებისა და შენახვის კონტროლი, აგრეთვე ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა; გ) დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო სამმართველოების კანცელარიების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; დ) დეპარტამენტის საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა სამინისტროს ადმინისტრაციასთან კოორდინაციით; ე) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ვ) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, აგრეთვე სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) შესაბამისი შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის სპეციალური კონკურსის ორგანიზება; ი) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, მათთვის სპეციალური წოდების მინიჭების ან მათი წახალისების მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის წარსადგენად; კ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადება და აღნიშნული მასალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის შესაბამისად, დეპარტამენტის დირექტორისთვის ან სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის (დეპარტამენტი) წარდგენა; ლ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესის, შრომის დისციპლინის, ეთიკური ნორმების დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა; მ) მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ზედამხედველობა და საჭიროებისამებრ, სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასება, განცხადებებისა და საჩივრების რეგისტრაციის წესებისა და განხილვის ვადების მონიტორინგი, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ნ) მოსამსახურეთა წახალისების მიზნით რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად; ო) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურის სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის წარსადგენად; პ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის გადაგზავნა; ჟ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის მივლინების გაფორმება და კონტროლი; რ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების აღრიცხვა და გაცემა; ს) სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტისთვის გამოყოფილი სახსრების მართვა და მიზნობრივი გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ტ) ყოველი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დადგენილ ვადებში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენა; უ) სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან შეთანხმებით, გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე, გეგმის კორექტირების) პროექტის შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; დამტკიცებული გეგმის სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენა; ფ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პროცედურების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგის განხორციელება, ასევე შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოების მიღება; ქ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის წარმოება, ასევე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების უზრუნველყოფა; ღ) ფინანსური ანგარიშგების შედგენა და დადგენილ ვადებში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენა (პასუხისმგებელია წარდგენილი ბუღალტრული ნაშთების რეალობაზე, სისრულესა და სისწორეზე); ყ) დადგენილი წესის შესაბამისად, სალაროს ოპერაციების წარმოება, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა; შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთხოვნა-ვალდებულებებისა და არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარება, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ჩ) სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მისი ექსპლუატაციისა და დაცვის კონტროლი, აგრეთვე ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ც) სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ძ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების სხვადასხვა საინჟინრო სისტემისა და ტექნიკური მომსახურების, კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე სატრანსპორტო, ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების შეკეთება, მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; წ) მშენებლობის, მიმდინარე ან/და კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა; ჭ) შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, თანამშრომელთა მოთხოვნით მატერიალური ფასეულობების მიწოდების ორგანიზება; ხ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიების, ოპერატიული და საპოლიციო საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკური მხარდაჭერა; ჯ) დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული კრიმინოგენური ვითარების შეფასება და ანალიზი; ჰ) დეპარტამენტის/შესაბამისი სამმართველოს საინფორმაციო ბაზის ფორმირება; ჰ1) დანაშაულისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; ჰ2) დანაშაულის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღრიცხვა, დამუშავება-ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტაციის წარმოება; ჰ3) დეპარტამენტის დანაყოფებიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირება, ანალიზი და პერიოდული ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება; ჰ4) პენიტენციური დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პირთა აღრიცხვა და საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, დეპარტამენტის შესაბამისი რაიონული და საქალაქო დანაყოფების ინფორმირება; ჰ5) დანაყოფის ტერიტორიაზე დაგეგმილი მასობრივი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რისკების შეფასება და ხელმძღვანელი პირის ინფორმირება; ჰ6) დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე გასამართი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიების გეგმის მომზადება; ჰ7) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 3. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. მე-11 მუხლის მე-13-მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო დანაყოფები ამ დებულების მე-7 მუხლით, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“–„ჰ7“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე: ა) უზრუნველყოფენ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადისთვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვას, ასევე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას; ზედამხედველობენ დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას; უზრუნველყოფენ ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელებას; ბ) უზრუნველყოფენ პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პენიტენციური კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის, აგრეთვე პენიტენციური კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ; გ) უზრუნველყოფენ არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის, ბავშვთა უმეთვალყურეობის, აგრეთვე დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას; დ) უზრუნველყოფენ დანაშაულისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას; ე) აწარმოებენ უბნის პასპორტს; ვ) ახორციელებენ ქვეითად პატრულირებას; ზ) ახორციელებენ არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათზე პროაქტიულ რეაგირებას; თ) უზრუნველყოფენ სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას; ი) უზრუნველყოფენ მოქალაქეთა წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღებას, მათ რეგისტრაციას და განხილვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) უზრუნველყოფენ უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას; ლ) უზრუნველყოფენ იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის, რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვის კონტროლს; მ) უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კონტროლს; ნ) ახორციელებენ შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე, ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; ო) ახორციელებენ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირისთვის დაკისრებული შეზღუდვების შესრულების კონტროლს; პ) მონაწილეობენ იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას; ჟ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 14. დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო დანაყოფების გამომძიებლები ასრულებენ ამ დებულების მე-7 მუხლით, დეტექტივები – მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, ხოლო დეტექტივები (ანალიტიკოსები) − მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“–„ჰ7“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. 15. დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო დანაყოფების უბნის ინსპექტორები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით და ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“–„ვ“ და „ი“–„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 16. ქალაქ ქუთაისში მართლწესრიგის ოფიცრები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“–„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები