დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.018009 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):
1. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ელექტრონული მოწმობის შევსების მიზნით, რკინიგზა მიმდინარე რეჟიმში აწვდის შემოსავლების სამსახურს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის გადამზიდავ სარკინიგზო ვაგონებზე/კონტეინერებზე გაფორმებული საგზაო უწყისების (შემდგომში – უწყისი) შესახებ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში ასახულ შემდეგ მონაცემებს: ა) ზოგადი ინფორმაცია: ა.ა) გამგზავნის/გამომგზავნის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი (უწყისის მიხედვით); ა.ბ) გამგზავნი/გამომგზავნი რკინიგზის სადგური; ა.გ) გამგზავნი/გამომგზავნი ქვეყნის დასახელება და ციფრული კოდი; ა.დ) დანიშნულების რკინიგზის სადგური; ა.ე) დანიშნულების ქვეყნის დასახელება და ციფრული კოდი; ა.ვ) კონტეინერის/ვაგონის ნომერი; ა.ზ) კონტეინერის სუფიქსი; ა.თ) კონტეინერი ტვირთის სახით; ა.ი) მიმღების დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი (უწყისის მიხედვით); ა.კ) რკინიგზის მიერ დადებული ლუქების რაოდენობა და ნომრები; ა.ლ) ტარა; ა.მ) კონტეინერში/ვაგონში განთავსებული შეფუთვების რაოდენობა; ა.ნ) კონტეინერში/ვაგონში განთავსებული ტვირთის მთლიანი ბრუტო წონა; ა.ო) უწყისის გამცემი ქვეყნის კოდი (გზის კოდი); ა.პ) უწყისის ნომერი; ბ) კონტეინერში/ვაგონში განთავსებულ თითოეული დასახელების/სახეობის საქონელთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია: ბ.ა) გამგზავნის/გამომგზავნის დასახელება (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით); ბ.ბ) გამგზავნი/გამომგზავნი ქვეყნის დასახელება (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით); ბ.გ) ერთეულის რაოდენობა; ბ.დ) მიმღების დასახელება (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით); ბ.ე) მიმღების ქვეყნის დასახელება (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით); ბ.ვ) საქონლის დასახელება; ბ.ზ) საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად (ოთხნიშნა დონეზე, ხოლო აქციზური საქონლის (გარდა მსუბუქი ავტომანქანისა), აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შემთხვევაში – რვანიშნა დონეზე); ბ.თ) საქონლის ბრუტო წონა; ბ.ი) საქონლის რაოდენობა; ბ.კ) საქონლის ნეტო წონა; ბ.ლ) შეფუთვის რაოდენობა; გ) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შესახებ ინფორმაცია; დ) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი; ე) იმ რკინიგზის სადგურის კოდი, რომელიც ახორციელებს ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურებას.“. 2. მე-14 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. გრაფა „ტვირთის კოდი“ – ივსება სისტემის მიერ, რკინიგზის მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში რედაქტირდება. გრაფაში მიეთითება საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად: ა) ოთხნიშნა დონეზე, ამასთან, შესაბამისი სასაქონლო პოზიციის მითითების შემდეგ აღინიშნება „00“; ბ) რვანიშნა დონეზე – აქციზური საქონლის (გარდა მსუბუქი ავტომანქანისა), აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 23 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები