დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017706 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროს მოსამსახურეთა საგანმანათლებლო პროგრამები, კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული მომზადება ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში (შემდგომში – აკადემია), სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, ობიექტების დაცვის დეპარტამენტში, სამინისტროს სხვა დანაყოფებში, ასევე სხვა ლიცენზირებულ/აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთანაც სამინისტროს შეიძლება გაფორმებული ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება.“. 2. მე-80 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 801 მუხლი: „მუხლი 801. სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა სპეციალური მომზადების და გადამზადების სასწავლო კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვა 1. სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, დეპარტამენტის მოსამსახურეთა სპეციალური მომზადების და გადამზადების მიზნით ახორციელებს: ა) სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ზოგიერთი მოსამსახურისათვის საბაზისო საბრძოლო მომზადების და პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელ სპეციალური მომზადების სასწავლო კურსს; ბ) სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ზოგიერთი მოსამსახურისათვის პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელ სპეციალური მომზადების სასწავლო კურსს; გ) სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის სპეციალური ტაქტიკური მომზადების (მასების მართვა) სასწავლო კურსს; დ) სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ზოგიერთ მოსამსახურეთა ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების სასწავლო კურსს; ე) სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ძირითადი საბრძოლო მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამას. 2. სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ − „დ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული სასწავლო კურსების გავლის მიზნით, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობით/ვიზირებით, წერილობით განცხადებით (პატაკით) მიმართავს მინისტრს, რომლის საფუძველზეც სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურის კურსზე ჩარიცხვის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემას. 3. სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ − „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასწავლო კურსებიდან გარიცხვის შესახებ გამოიცემა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 4. სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კურსებისა და პროგრამის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ − „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამა განკუთვნილია მთელი წლის განმავლობაში სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადებისათვის, რაზეც არ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეს მიენიჭება საშუალო სპეციალური წოდება − „პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი“. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური მომზადების კურსის წარმატებით გავლა წარმოადგენს სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურისათვის ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების ტარების და გამოყენების უფლების მინიჭების საფუძველს. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კურსები/პროგრამები, აგრეთვე, მათ გავლასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები