დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017707 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2019, 140130000.22.034.016931) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტების შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების სისტემიდან, აგრეთვე, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბადრაგირების მთავარი სამმართველოს სამხრე ვიდეოკამერების სისტემიდან მონაცემთა ამოღება და უფლებამოსილი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა;“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) სათანადო მიმართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბადრაგირების მთავარი სამმართველოს სამხრე ვიდეოკამერების სისტემიდან მონაცემთა ამოღებას და უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები