დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 31 იანვრის №1-1/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.024.016954 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 31 იანვრის №1-1/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 31 იანვრის №1-1/24 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03/02/2025, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.22.024.016894) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“-„ჭ“ ქვეპუნქტები:
„ყ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მისაღებ გამოცდაზე დაშვება: ყ.ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილზე პირველადი დაშვების საფასური – 100 ლარი; ყ.ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილზე განმეორებით დაშვების საფასური – 50 ლარი; ყ.გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდის პრაქტიკულ ნაწილზე განმეორებით დაშვების საფასური – 30 ლარი. შ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემა – განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 30 ლარი; ჩ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის განახლება – განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 30 ლარი; ც) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის აღდგენა – განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 30 ლარი; ძ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატში ცვლილების შეტანა – განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 30 ლარი; წ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარება – განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 5000 ლარი; ჭ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის განახლება – განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 5000 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები