დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1952 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 175, 28/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.010.000.22.033.009.749 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.22.033.009.749
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1952
2006 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს ტიპურ დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №64, მუხ. 569) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:
„ზ) მომსახურების განყოფილება;
თ) ადმინისტრირების განყოფილება“.
ბ) მე-5 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საბაჟო გამშვები პუნქტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა;
ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი;
გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ფიტოსანიტარიული და ვეტსანიტარიული კონტროლი;
დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია და აგრეთვე სამკურნალო საშუალებათა, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, იარაღის, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების, კულტურულ ფასულობათა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების კონტროლი, რადიაციული და სავალუტო კონტროლი, საავტორო უფლებების დაცვაზე კონტროლი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სსსდ-ით შემოტანას დაქვემდებარებულ ტვირთებზე კონტროლი;
ვ) დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და/ან საბაჟო გაფორმების ადგილამდე იმ საქონლის, რომლის საიმედო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, გადაადგილებაზე უშუალო ზედამხედველობის განხორციელება საბაჟო მოხელის თანხლებით;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის საბაჟო გაფორმება;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;
ი) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათ შორის სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;
კ) საბაჟო დეპარტამენტის დებულებით, ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით რეგიონალურ საბაჟოზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.
7. საბაჟო საგუშაგოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა;
ბ) საბაჟო კონტროლი;
გ) ფიტოსანიტარული და ვეტსანიტარული კონტროლი;
დ) სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია და აგრეთვე სამკურნალო საშუალებათა, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, იარაღის, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების, კულტურულ ფასულობათა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების კონტროლი, რადიაციული და სავალუტო კონტროლი, საავტორო უფლებების დაცვაზე კონტროლი;
ე) სსსდ-ით შემოტანას დაქვემდებარებულ ტვირთებზე კონტროლი;
ვ) დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და/ან საბაჟო გაფორმების ადგილამდე იმ საქონლის, რომლის საიმედო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, გადაადგილებაზე უშუალო ზედამხედველობის განხორციელება საბაჟო მოხელის თანხლებით;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის საბაჟო გაფორმება;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;
ი) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურების განხორციელება, მათი შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისა და ამ რეჟიმის დასრულების მიზნით:
ი.ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება (მათ შორის, სააღრიცხვო მოწმობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – სხვა საბაჟო დოკუმენტებით განსაზღვრული ვადებისა და მარშრუტის დაცვის შემოწმება; ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტისა და დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადების დარღვევების შემთხვევაში – სათანადო მტკიცებულებებისა და საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემოწმება; საპატრულო პოლიციის მიერ საგზაო წესების დარღვევის, ან/და საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე გაკეთებული აღნიშვნების საფუძველზე, შესაბამისი სახდელის აღსრულების მდგომარეობის შემოწმება (მაგ., ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში – გადახდის ქვითრის არსებობის შემოწმება);
ი.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);
ი.გ) საბაჟო პროცედურების და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;
ი.დ) სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეობების კოორდინაცია;
ი.ე) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;
ი.ვ) საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;
ი.ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების დარიცხვა, ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირების უზრუნველყოფა;
კ) ვადაგადაცილებული საბაჟო გადასახდელების ამოღების უზრუნველყოფის მიზნით, დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის რეგიონალური საბაჟოს უფლებამოსილი ქვედანაყოფებისადმი გადაცემა;
ლ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატიური კონტროლი შესაბამისი საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით;
მ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა, კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ინფორმაციის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებისადმი ან/და რეგიონალური საბაჟოს უფლებამოსილი ქვედანაყოფებისადმი მიწოდება;
ნ) საბაჟო დეპარტამენტის დებულებით, ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით რეგიონალურ საბაჟოზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.
8. საბაჟო გაფორმების განყოფილების ფუნქციებია:
ა) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების პროცედურების განხორციელება, მათი შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისა და ამ რეჟიმის დასრულების მიზნით:
ა.ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება (მათ შორის, სააღრიცხვო მოწმობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – სხვა საბაჟო დოკუმენტებით განსაზღვრული ვადებისა და მარშრუტის დაცვის შემოწმება; ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტისა და დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადების დარღვევების შემთხვევაში – სათანადო მტკიცებულებებისა და საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემოწმება; საპატრულო პოლიციის მიერ საგზაო წესების დარღვევის, ან/და საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე გაკეთებული აღნიშვნების საფუძველზე, შესაბამისი სახდელის აღსრულების მდგომარეობის შემოწმება (მაგ., ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში – გადახდის ქვითრის არსებობის შემოწმება);
ა.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);
ა.გ) საბაჟო პროცედურების და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;
ა.დ) სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია;
ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;
ა.ვ) საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;
ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების დარიცხვა, ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირების უზრუნველყოფა;
ბ) ვადაგადაცილებული საბაჟო გადასახდელების ამოღების უზრუნველყოფის მიზნით, დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის რეგიონალური საბაჟოს უფლებამოსილი ქვედანაყოფებისადმი გადაცემა;
გ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური კონტროლი შესაბამისი საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით;
დ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა, კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ინფორმაციის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისათვის ან/და რეგიონალური საბაჟოს სათანადო ქვედანაყოფებისათვის მიწოდება;
ე) საბაჟო დეპარტამენტის დებულებით, ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით რეგიონალურ საბაჟოზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება“.
გ) მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:
ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა ელექტრონული და არაელექტრონული ბაზების ოპერატიული განახლება და სისტემატიზაცია;
ბ) სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლების, ზედმეტად და შეცდომით გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხების, ვადაგადაცილებული დავალიანებების, სანქცია-საურავების, რესტრუქტურიზებულ და უიმედოდ აღიარებულ დავალიანებათა აღრიცხვა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის მიწოდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
გ) ქვეყნის ბიუჯეტის სასარგებლოდ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით ამონაგები თანხების აღრიცხვა (მათ შორის, სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის დამუშავება), მათ შორის, ცალკეული გადამხდელების და გადასახდელების სახეობების მიხედვით;
დ) გადასახადის გადამხდელის მიერ საბაჟო გაფორმების მიზნით დეპოზიტზე განთავსებული თანხის ხაზინის შესაბამის ანგარიშზე გადატანის უზრუნველყოფა;
ე) სტატისტიკური ინფორმაციის გაცემა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოებში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და ლოკალური ქსელის მომსახურება;
ზ) საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის დადგენილი წესითა და ფორმით ინფორმაციების მიწოდება.“;
დ) მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. იურიდიული განყოფილების ფუნქციებია:
ა) საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოს ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში;
გ) საჩივრების, მათ შორის, ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხის ჩათვლის ან დაბრუნების თაობაზე გადამხდელის მოთხოვნების და რეგიონალური საბაჟოს საგადასახადო მოთხოვნაზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილობითი შესაგებლის განხილვა (იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი მთლიანად ან ნაწილობრივ ეხება საბაჟო ღირებულების ან სასაქონლო კოდის განსაზღვრის სისწორეს, საჩივრის განხილვა ხდება აღნიშნულ საკითხზე რეგიონალური საბაჟოს ან/და საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის დასკვნის საფუძველზე).
დ) საბაჟოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) ფორმის სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) მონაცემთა ბაზების წარმოებისა და ოპერატიული განახლების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის (მათ შორის, ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხის ჩათვლის ან დაბრუნების და რეგიონალური საბაჟოს საბაჟო შეტყობინებაზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილობითი შესაგებლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე) მიწოდება.“.
ე) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:
„13. მომსახურების განყოფილების ფუნქციებია:
ა) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევა საბაჟო კანონმდებლობის საკითხებზე, შესაბამისი განცხადებების და მომართვების განხილვა;
ბ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია;
გ) საბაჟო ოპერაციების განმახორციელებელილ პირების საბაჟო დოკუმენტაციის ბლანკებით მომარაგება.
14. ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციებია:
ა) საბაჟო გადასახდელების გადამხდელთა საინფორმაციო ბარათების (მათ შორის, კონკრეტული გადამხდელების და გადასახდელების სახეობებისდა მიხედვით საგადასახადო დავალიანებათა, საბიუჯეტო შემოსულობათა და ზედმეტად გადახდილი თანხების, ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებისათვის გამოყენებული სანქციებისა და საურავების აღრიცხვის) საინფორმაციო ბაზების წარმოება;
ბ) საგადასახადო დავალიანებათა ამოღება;
გ) საბაჟო ორგანოებისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე და დავალიანებათა უიმედოდ აღიარების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრირების სამმართველოში წინადადებების წარდგენა;
დ) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის გასვლითი და კამერალური შემოწმების ჩატარება;
ე) საბაჟო ორგანოების ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სამართალწარმოება, რეგიონალური საბაჟოს მიერ გამოვლენილი და წარმოებული სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვა და საინფორმაციო ბაზის წარმოება;
ვ) საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის საქმეში საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 2 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები